კომპიუტერის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე

1334050205_1298970501_Computerკომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, რომ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის ალბათ ყველა დაგვეთანხმება. თუმცა, საქმე არც ისეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რა თქმა უნდა, კომპიუტერის ეკრანს აქვს გამოსხივება, რომელიც მხედველობის სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. თანაც კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ადამიანი გადაღლილობას გრძნობს. მაგრამ არც იმის უარყოფა იქნებოდა მართებული, რომ კომპიუიტერსა და მის ზეგავლენასთან დაკავშირებით უამრავი მითია შექმნილი.
ოფთალმოლოგი თქმით, კომპიუტერიზაციის პირველსავე წლებში აშკარა გახდა, რომ კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ადამიანებს აღენიშნებათ მხედველობის სიტემის გადაღლილობა. ამ ფაქტორს, მოგვიანებით პირობითად ”მხედველობითი კომპიუტერული სინდრომი” ეწოდა. ამ სინდრომის წარმოშობის მიზეზი სხვადასხვაგვარია. საქმე იმაშია, რომ დისპლეის გამოსახულება მკვეთრად განსხვავდება თვალისთვის ჩვეული აღქმის ობიექტებისგან – ის ანათებს, შედგება დისკრეტული წერტილებისგან რომლებიც გარკვეული სიხშირით ქრება და ინთება. გარდა ამისა არც ფერადი კომპიუტერული გამოსახულება შეესაბამება ბუნებრივ ფერებს.
მაგრამ მხოლოდ ეს არ იწვევს მხედველობის სისტემის გადაღლას. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას თვალს განტვირთვის საშუალება არ აქვს. ამის გამო თავისთავად იძაბება მხედველობა და იკლებს მისი ქმედითუნარიანობა. თვალი ყველაზე დიდ დატვირთვას იღებს მაშინ, როცა ადამიანს კომპიუტერში ინფორმაცია შეჰყავს. ასეთ შემთხვევაში პიროვნება იძულებულია ხშირად გადაიტანოს მზერა ეკრანიდან ტექსტზე, ტექსტიდან – კლავიატურაზე, რომლებიც სხვადასხვა მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული და თავისთავად სხვადასხვა განათების ქვეშ იმყოფება..
ექიმ-ფსიქოთერაპევტი აღნიშნავს, რომ დღეს კომპიუტერების შესახებ უამრავი მითი არსებობს, ამიტომაც დამკვიდრებულია მცდარი მოსაზრება, თითქოს კომპიუტერი ადამიანის ჯანმრთელობაზე ყოველმხრივ უარყოფითად მოქმედებს, რაც რეალობას არ შეესაბამება. უდავოა, რომ კომპიუტერი გარკვეულწილად მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არა ისე, როგორც ზოგიერთი სპეციალისტი ირწმუნება. შექმნილი მითების საფუძველზე მოკლედ კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი მხარეები შემდეგია:
მითი 1.
”კომპიუტერს აქვს გონება, რომლის საშუალებითაც ადამიანზე ზემოქმედება შეუძლია”
სინამდვილეში ყველაზე ინტელექტუალურ კომპიუტერსაც კი არა აქვს იმაზე მეტი გონება, რამდენიც კონსტრუქტორ ”სდელაი სამ”-ის ასაწყობად ადამიანს სჭირდება. კომპიუტერი იმ პროგრამის მიხედვით მუშაობს, რომელიც ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა შექმნა. ამიტომ მისი გონების არსებობის მტკიცება, მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის მწერლებისთვისაა დამახასიათებელი. ერთ დროს ადამიანურ თვისებებს ავტომობილებსა და თვითმფრინევებსაც აწერდნენ, მაგრამ გავიდა დრო და აშკარა გახდა, რომ მანქანები და თვითმფრინავები საკუთარი ინიციატივით გაგიჟებას არ აპირებდნენ. იგივე შეიძლება ითქვს კომპიუტერის შესახებაც. ფაქტია, რომ მანქანებს ადამიანები ჭკუიდან არ გადაჰყავთ. პირიქით, ის ადამიანები, რომლებსაც არაადეკვატური შეხედულება აქვთ სამყაროზე, კომპიუტერთან უფრო ადვილად პოულობენ საერთო ენას, ვიდრე ადამიანებთან.
მითი 2.
”კომპიუტერი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”
მართალია კომპიუტერის მონიტორს აქვს გამოსხივება, მაგრამ არა თხევად-კრისტალურ, ბრტყელ მონიტორებსა და ნოუთბუქებს. რაც შეეხება ჩვეულებრივ მონიტორებს, ისინი ელექტრომაგნიტური, დაბალი სიხშირის გამოსხივების წყაროდ ითვლება, თუმცა მათი გამოსხივება არ აღემატება ტელევიზორის გამოსხივებას. მონიტორი, ასევე რენტგენული, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი გამოსხივების წყაროცაა, მაგრამ მისი რენტგენული გამოსხივების დონე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივი რადიაციული ფონი. ხოლო მონიტორისგან მიღებული ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივების რაოდენობა სათვალავში მისაღებიც კი არ არის, ელექტრონათურებთან შედარებით. მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა შიშს დიდი თვალები აქვს. საშიში ამ თვალსაზრისით შეიძლება გახდეს ძველი, 7-8 წლის წინ გამოშვებული მონიტორები. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც შესაძლებელია დამცავი ეკრანის შეძენა.
კომპიუტერთან ხანგრძლივ მუშაობას შედარებით მეტი ზიანის მოტანა შეუძლია მხედველობისთვის (თუმცა არა იმაზე მეტი, ვიდრე ტელევიზორს).
კიდევ ერთი შესაძლებელი ზიანი, რაც კომპიუტერმა შეიძლება ადამიანს მოუტანოს, ცხოვრების უმოძრაო წესია. დაძაბული ინტელექტუალური მუშობის დროს ტვინი ხშირად ითხოვს ტკბილეულს და თუ კომპიუტერთან მუშაობისას ინტენსიურად იღებთ მას, ძალიან მალე ჭარბ წონასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნებათ.
რაც შეეხება კომპიუტერულ ვირუსებს, ისინი ხომ საერთოდ არ არის საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევებია, თუ მათ გამო პიროვნებას მრავალწლიანი მუშაობის შედეგები წაეშლება და ამის გამო ინფრაქტი დაემართება.
მითი 3.
”კომპიუტერი განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისათვის, ამიტომ რაც გვიან გაეცნობა ბავშვი მას, მით უკეთესი”
”კომპიუტერის გამო ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობა უჭირს” – ეს არის ძირითადი მიზეზი რის გამოც მშობლებს არ სურთ ბავშვის კომპიუტერთან ურთიერთობა. რეალურად კი ისინი ერთმანეთში ურევენ მიზეზებსა და შედეგებს. ფაქტია, რომ კომპიუტერი თავისთავად ურთიერთობებზე არ მოქმედებს. თუ ბავშვს თავიდანვე თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები აქვს, მას კომპიუტერთან ურთიერთობა უფრო უადვილდება. ამიტომ მშობლებმა პირველ რიგში შვილის საკუთარ თავში ჩაკეტილობის მიზეზები უნდა ეძებონ, ეცადონ ბავშვს გულახდილად დაელაპარაკონ. რადგან ბავშვი თანატოლებთან ურთიერთობას კომპიუტერთან ურთიერთობას ამჯობინებს, ესე იგი მას გარკვეული პრობლემები აქვს და ამიტომაც მიმართავს იმას, რასაც საკუთარი მიკროსამყარო ჰქვია – ვირტუალურ სამყაროს.
მითი 4.
”თითქმის ყველა კომპიუტერული თამაში ადამიანში სისასტიკეს აღვივებს”
”მართალია კომპიუტერი ყველაზე ნაკლებად წარმოადგენს სათამაშო საშუალებას, მაგრამ არც მთლად უმაგისობა იქნება. კომპიუტერული თამაშების ირგვლივაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, მაგრამ რეალურად მათ გარკვეული სარგებლის მოტანაც შეუძლიათ, თუ რაღა თქმა უნდა სწორად შევარჩევთ.
უდავოა, რომ ბავშვი რაღაცით უნდა გაერთოს. ყველა ბავშვში თამაშის მოთხოვნილება ისეთივეა, როგორც შიმშილის ან წყურვილისა. ეს მათთვის სამყაროს შეცნობის ძირითადი საშუალებაა. უფროსები ყველანაირად ცდილობენ მოახდინონ თამაშების კლასიფიკაცია და გაარკვიონ თუ რომელი თამაშებია საჭირო გოგონებისთვის და რომელი ბიჭებისთვის. ამიტომაც ხშირად მკაცრი ვერდიქტი გამოაქვთ -ესა თუ ის თამაში ნარკოტიკია. ის იმდენად ითრევს ბავშვს, რომ მას აღარ შესწევს უნარი იცხოვროს ნორმალური ცხოვრებით. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია თამაშსა და ბავშვის პიროვნებაზე.
თამაშები გოგონებისა და ბიჭებისათვის
მშობლების უმრავლესობა თვალყურს ადევნებს, რომ გოგნამ არ ითამაშოს ომობანა, ბიჭი კი თოჯინებით არ გაერთოს. მათ ხომ გაგონილი აქვთ, რომ თამაში ბავშვის ფსიქიკის ფორმირებას ახდენს. მაგრამ ასეთი სიფრთხილე როგორც წესი, გამართლებული არ არის. ბავშვმა დაბადებისთანავე სულაც არ იცის, ბიჭია ის თუ გოგონა. ხანდახან ბიჭები თოჯინით თამაშობენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ სქესობრივ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.
რაც შეეხება საშიშროებას, რეალურად ის სულ სხვა რამეში მდგომარეობს. თუ გოგონა ომობანას არ ითამაშებს ბიჭთან ერთად, ის ვერ გაუგებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ასევე ბიჭსაც პრობლემები შეექმნება ქალებთან ურთიერთობაში არა ინტიმური არამედ ფსიქოლოგიური გაგებით.
მაგალითად Counter Strike-ს თამაშისას ბავშვი უკეთ ისვრის მიზანში, ეს მხოლოდ ომობანას თამაში არ არის. ბავშვს საშუალება ეძლევა იფიქროს, შეიმუშავის გარკვეული სტრატეგია. იმას არ ვგულისხმობ, რომ რეალურ ცხოვრებაშიც უნდა აიღოს იარაღი. უბრალოდ მისი გონება ამ დროს ვითარდება.
თუმცა კომპიუტერულ თამაშებთან დაკავშირებით არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ისინი გარკვეული დოზით ნარკოტიკია. კომპიუტერიც ისეთსავე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს, როგორსაც მაგალითად, ჰეროინი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კომპიუტერული თამაშები არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას. ამიტომ მშობელმა აუცილებლად უნდა გააკონტროლოს, რომ ბავშვი ზედმეტად არ გაერთოს კომპიუტერულ თამაშებზე.

Leave a Reply