ვაშლი სიცოცხლეს ახანგრძლივებს

pp1მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვაშლს სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. ეს აღმოჩენა ამ ხილის მოყვარულ მწერებზე დაკვირვების შემდეგ გააკეთეს. მწერებს ადამიანის მსგავსი უამრავი გენი აქვთ. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ზოგიერთ მწერს მეცნიერები ჩვეულებრივ საკვებს აძლევდნენ, ზოგს კი – ვაშლის ექსტრაქტის შემცველ იმავე საკვებს. იმ მწერებმა, რომლებსაც ჩვეულებრივი საკვებით კვებავდნენ, დაახლოებით 50 დღე იცოცხლეს, მეორე რიგის მწერების სიცოცხლე კი 5 დღით გახანგრძლივდა.
გარდა ამისა, მათ არა მხოლოდ სიცოცხლე გაუხანგრძლივდათ, სხვა მწერებთან შედარებით გაცილებით უფრო მოძრავნი გახდნენ. ვაშლის ექსტრაქტმა მათ ორგანიზმში სხვადასხვა მავნე ბიოქიმიური ნივთიერებების რაოდენობაც შეამცირა.
ჩინეთის უნივერსიტეტის მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ვაშლი შეიცავს, თავისუფალ რადიკალებს ანადგურებენ. ეს მავნე ქიმიური ნივთიერებების რიგია, რომლებსაც მრავალი ავადმყოფობის გამოწვევა შეუძლია.
მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ქალები, რომლებიც რეგულარულად ვაშლს ჭამდნენ, ინსულტისა და ინფარქტისგან ნაკლებად ავადდებოდნენ.
მეცნიერებმა წითელი ვაშლის გენეტიკური კოდის გაშიფვრისას აღმოაჩინეს, რომ მას თვალებისა და სახსრების გაკაჟების უნართან ერთად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, შაქრის დიაბეტისა და ალცგეიმერის დაავადების პრევენციაც შეუძლია.

Leave a Reply