მავნებელი პროდუქტები

a7546არსებობს პროდუქტები, რომელთა მავნებლობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილია, მაგრამ, ექიმების რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ მათ სიფრთხილით მოვეკიდოთ, კარგად გავეცნოთ შემადგენლობას, სასარგებლო და მავნე ინგრედიენტების შემცველობას, გავარკვიოთ, რა გავლენას მოახდენს ეს ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმზე. მოდი, განვიხილოთ ერთი შეხედვით უწყინარი ზოგიერთი პროდუქტი.

მარგარინს უკავია “მცენარეული ცხიმის შემცველი” პროდუქტის პოზიცია, რომელიც წონის მომატებას არ გვიქადის. იყენებენ როგორც სამარხვო პროდუქტს. ნაკლი: გადამუშავებისას გადის ჰიდრირებას, ეს კი ძალიან მავნებელია.

ანანასი სუპერპოპულარული პროდუქტია, რომელიც თითქმის ყველა დიეტაშია ჩართული. მის შემადგენლობაში შემავალი ბრომელაინი ხელს უწყობს ცილების დაშლას. ეს ეგზოტიკური ხილი უკვე დამკვიდრდა ჩვენს ბაზარზე და ერთ-ერთ დელიკატესად მიიჩნევა. ნაკლი: ალერგიულია; მჟავა, რომელსაც მისი რბილობი შეიცავს, დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს კბილის მინანქარზე.

ჩირი ტკბილეულის დიეტურ ალტერნატივად მიიჩნევა. ნაკლი: შესაძლოა ქიმიურად იყოს დამუშავებული, ამიტომ მოხმარების წინ აუცილებლად უნდა გაირეცხოს თბილი წყლით.

მწვანე ჩაი აჩქარებს ცხიმების წვას; შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ამინომჟავებს, კალციუმს, ფთორს, ცე ვიტამინს. ნაკლი: რეკომენდებული არ არის წყლულოვანი დაავადების დროს; არ შეიძლება პოდაგრით დაავადებულთა და ორსულთათვის.

Leave a Reply