მოსახერხებელი პოზები

რომელი პოზაა სექსის დროს ყველაზე მოსახერხებელი და როგორი მდგომარეობა ანიჭებთ პარტნიორებს განსაკუთრებულ სიამოვნებას? სამწუხაროდ, ამისთვის მზა ფორმულა, უბრალოდ, არ არსებობს. ის, რაც შეიძლება სასიამოვნო იყოს ერთისთვის, სრულიად უსარგებლო გამოდგება მეორესთვის, ამიტომ სექსში რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება უნდა შეიტანოთ და კიდევ უფრო მეტი მდგომარეობა უნდა მოსინჯოთ. ეს თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობას ნამდვილად გადაახალისებს და თქვენც მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ. დანარჩენის შესახებ კი ჩვენს მკითხველს და ექიმ სექსოლოგს მოვუსმინოთ.
თამუნა ყენია, მკითხველი: „მაინტერესებს, რა ძირითადი პოზები გამოიყენება სექსისას და არის თუ არა რომელიმე მდგომარეობა მიუღებელი?“
ლალი ერგემლიძე, ექიმი სექსოლოგი: „მიუღებელი არაფერია, თუ ამით ვინმეს რამეს არ ავნებთ. რაც შეეხება პოზებს, არსებობს შვიდი ძირითადი პოზა: ტრადიციული, მამაპაპური – „მამაკაცი ზევიდან“, ცოტათი გათანამედროვებული – „მამაკაცი ქვევიდან“, „ჯდომისას კავშირი“, „გვერდული მდგომარეობა“, „მამაკაცი უკნიდან“ (ეს პოზა ძირითადად კაცებს ხიბლავთ), „მაკრატელა“ და „კავშირი ფეხზე დგომისას“. პოზას „მამაკაცი ზევიდან“ დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, ამას ყველა ადვილად აგნებს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს პოზა შედარებით პასიურ წყვილს უფრო იზიდავს. ანუ ზედმეტი მოფერება და პრელუდია ქალსაც ეზარება და კაცსაც, ამიტომაც ცდილობენ, საქმეს უცებ და ზედმეტი მოფერებების გარეშე მორჩნენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პოზას მოსიყვარულე და აქტიურმა წყვილმა არ უნდა მიმართოს.
რაც შეეხება მდგომარეობას, „ქალი ზემოდან“, ამ დროს ქალი ზევიდან არის მოქცეული, საშოს ყელი სათანადო მდგომარეობაშია მოყვანილი და ასო მთელი სიღრმით შედის მასში. ქალისთვის ძალიან სასიამოვნოა ეს მდგომარეობა, თუ ის მამაკაცისკენ ზურგით არის მიბრუნებული და აქტიურად მოძრაობს. კაცებო, მიეცით თქვენს პარტნიორებს საშუალება, იყვნენ აქტიურები. ეს ორივესთვის სასიამოვნო იქნება. პოზა „მამაკაცი უკნიდან“ – ამ დროს ქალი ეყრდნობა საკუთარ მუხლებსა და ხელებს, ხოლო კაცი დგას მუხლებზე და ხელს ხვევს ქალს თეძოებზე. ეს პოზა ძლიერ მოხერხებულია, რადგან მამაკაცს საშუალება ეძლევა, მოეფეროს პარტნიორის მკერდსაც და კლიტორსაც. ცნობილია, რომ ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მოსწონთ მოძალადე მამაკაცებს.
მჯდომარე სექსი ძირითადად ექსტრემალურ სიტუაციებში ან სიჩქარისას გამოიყენება. ამ დროს ქალი ზემოდან ექცევა. ბიოლოგიური თავისებურებების გამო, სხვანაირად, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამ დროს მამაკაცი და ქალი პირისპირ იმყოფებიან. ეს მდგომარეობაც საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან მამაკაცს საშუალება ეძლევა, კოცნოს ქალის მკერდი, ხოლო ქალს შეუძლია, გადაიხაროს წინ სასქესო ორგანოების მჭიდრო კონტაქტის მისაღწევად, სქესობრივი აქტის დროს. ეს მდგომარეობა მოსახერხებელია თუ ქალი დაჯდება დაბალ სავარძელზე ან დივანზე, გადაიხრება ტანით უკან და შემოაწყობს ფეხებს პარტნიორის კისერზე, რომელიც მის წინ მუხლებზე დადგება. ყოველივე ეს ხელს უწყობს სასქესო ორგანოებს შორის ღრმა და მჭიდრო კონტაქტს. „მდგომარე პოზაში“ ქალი უნდა იდგას ამაღლებულ ადგილას, რათა ადვილად დამყარდეს სქესობრივი კავშირი. ამის საჭიროებას განაპირობებს ის, რომ მამაკაცს არ დასჭირდეს მუხლების მოხრა. ეს პოზა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არ არის სქესობრივი კავშირისთვის სასურველი გარემო.
რაც შეეხება ეგრეთწოდებულ „მაკრატელას“, ეს მდგომარეობა ორივე პარტნიორს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ეს მდგომარეობა დაახლოებით იმას ჰგავს, ორი მაკრატელი რომ გახსნილი პირით შევაერთო. ამ დროს სასქესო ორგანოების ძალიან მჭიდრო კავშირი ხდება. ასეთ მდგომარეობაში უკეთ სტიმულირდება ქალის კლიტორი და მამაკაცის სათესლე ჯირკვლები. ასე რომ, წყვილებს ვურჩევ, ეს მდგომარეობა აუცილებლად გამოსცადონ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი ინდივიდუალურია და იმისთვის, რომ გაიგოთ, რა არის თქვენთვის კარგი, შეგიძლიათ, უბრალოდ, ყველა ეს მდგომარეობა გამოსცადოთ. ასე თქვენი ურთიერთობები არასდროს გახუნდება“.

წყარო “primetime” შაკო ჭაბაშვილი

Leave a Reply