პროსტიტუცია საქართველოში

სხეულით ვაჭრობა უძველესი პროფესიაა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ქალები რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო სხეულს ფულზე ყიდიან ყველა ქვეყანაში არსებობენ. მათ მიმართ დამოკიდებულება ძირითადად ერთგვაროვანია – მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, რომლებიც საზოგადოებაში უარყოფით დამოკიდებულებას იწვევენ. თუმცაღა საზოგადოების წევრები ხშირად ვერ აანალიზებენ იმ მიზეზებს, რის გამოც ისინი ქუჩაში დგანან და მანქანებს აჩერებენ, რათა მორიგ მამაკაცს შესთავაზონ სხეული ფულის სანაცვლოდ.
…….პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო – იმისათვის რომ მეძავი იყო, სულაც არ არის საჭირო სექსში ფულს იღებდე. სხეულით მოვაჭრეთა უმეტესი ნაწილი კი ამას ობიექტური მიზეზების გამო აკეთებს, რა თქმა უნდა ბევრისთვის ეს გაუმართლებელი მიზეზებია მაგრამ როდესაც სხვა გამოსავალი არ გრჩება, ყველაზე უარეს გზას ირჩევ რათა თავი, ან შენი ოჯახი არჩინო.
არსებობენ ეგრედწოდებული ელიტარული სხეულით მოვაჭრენი, და ასევე ეგრედწოდებული ”ცირკთან” მდგომნი, რომლებიც მდგომარეობით გაცილებით ჩამოუვარდებიან პირველ კატეგორიას.
იმის გამო რომ ამ უკანასკნელთა რიცხვი საკმაოდ მაღალია, აუცილებელია მოხდეს პროსტიტუციის ლეგალიზება. მართალია ბევრი ამას ეწინააღმდეგება, მაგრამ ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ის მიზეზები, რომელზედაც დაყრდნობით ვთვლი რომ საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზება აუცილებელია
………………..

სხეულით მოვაჭრეები არსებობენ. პირველ რიგში საზოგადოებამ ეს უნდა გააცნობიეროს რომ ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან ყოველთვის. თუმცა დღეს ეს ყველაფერი მოუწესრიგებელ და ქაოსურ ფორმას ატარებს. ეს ”ბიზნესი” რეგულირდება მხოლოდ მათ მიერ, ირღვევა არა მარტო სხეულით მოვაჭრეთა უფლებები, არამედ მათი კნლიენტების უფლებები, არ არის დაცული უსაფრთხოების წესები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა არის კატეგორია რომელიც ეგრედწოდებული ელიტარულ სხეულით მოვაჭრეებთან ”დადიან”, თუმცა მათი მეორე ნაწილი ცირკთან მანქანით სერინობას ამჯობინებს, რადგან ამ უკნასკნელ შემთხვევაში ნაკლები ფინანსები ეხარჯებათ, საქართველოს მოსახლეობას კი ამ კუთხით ნამდვილად უჭირს.
პირველი რაც საზოგადოებას უნდა მოახერხოს მათი არსებობის აღიარებაა, აქ არ იგულისხმება იმის ცოდნა რომ ვიგაც სხეულს ყიდის.ისინი კიცხავენ ამ ქალებს, უკუაგდებენ და თვალს ხუჭავენ მათ არსებობაზე, კატეგორიურალდ ეწინააღმეგებიან არა მარტო მათ უფლებების აღიარებას, არამედ ამ უფლებათა არსებობას.
პროსტიტუციის ლეგალიზება მოაწესრიგებს ისეთ მნიშნველოვან საკითხებს, როგორიცაა
— სხეულით მოვაჭრე ქალთა უფლებები
— მათი კლიენტების უფლებები
—შემცირდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი

/
ხშირად იმ ადამიანთაგან რომლებიც ეწინააღმდეგებიან პროსტიტუციის ლეგალიზაციას ისმის ისეთი არგუმენტები როგორიცაა- საქართველო არაა ამისთვის მზად, ჩვენ მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ და ასე შემდეგ.
ერთი კითხვა თქვენთან –
მართლმადიდებელი ქვეყანა ლეგალური პროსტიტუციისთვის არ არის მზად, მაგრამ არარეგალურისთვის არის? თუ ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია, მივდივართ იმ დასკვნამდე რომ ხალხი თვალს ხუჭავს მათ არსებობაზე და ვერ აცნობიერებს იმას რომ ეს პროფესია საუკუნეებია არსებობს, და მის ისეთ ქაოსურ მდგომარეობას როგორიც დღეს საქართველოშია, ჯობს ისევ მისი კანონით მოწესრიგება. ეს დაიცავს არა მარტო სხეულით მოვაჭრეთა, არამედ მათი კლინტების უფლებებს.
რაც ქაოსურია, ის არასდროს არ იქნება კარგი. ყველაფერს ჭირდება თავის მომწესრიგებელი ნორმა.პროსტიტუცია არსებობს, არსებობს ყველგან და გარკვეული ნორმების შემუშავება ამ ”ბიზნესის დასალაგებლად” აუცილებელია
დაფიქრდით

ამის შემდეგ იჩნდებათ კითხვა რატომაც არა. დამიჯერეთ ეს თუ დალაგდება შემდეგ ამ სფეროში ყველაპერს თავისი სახელი დაერქმევა. ეს ინიციატივა ჩემგან მხოლოდ მამაკაცებისთვის.
შაკო ჭაბაშვილი

Leave a Reply