სიცილი – ჯანმრთელი ცხოვრების უებარი წამალი

healthy-body-with-laught-15-minutes-every-day   ყველაზე კარგი წამალი ჯამრთელი ცხოვრებისთვის არის – სიცილი. სწორედ ეს ითვლება ადამიანის გადარჩენის ყველაზე ძლიერ მექანიზმად.

მეცნიერულად დადგენილია, რომ სტრესთან გამკლავების, სულ 5 გზა არსებობს, აქედან ერთ-ერთი მათგანი სწორედ სიცილია. იგი მსოფლიოში საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა, სიცილის დროს ადამიანის ტვინი გამოიმუშავებს ენდორფინს, რომელსაც ეწოდება „ბედნიერების“ ჰორმონი.

აგრეთვე ენდორფინი მოქმედებს ადამიანის იმუნიტეტზე, რომლის შედეგადაც ხელს უწყობს გულის -სასუნთქი სისტემების,  საჭმლის გადამამუშავებელი ორგანოების რითმულად მუშაობას, სტრესის დაქვეითებას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სისხლში წარმოქმის ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც სტრესს წამიერად კლავენ. უფრო მეტი ზემოქმედება აქვს იმუნიტეტზე, როდესაც ადამიანი არის ღრმა ემოციაში როგორიცაა მაგალითად, გადაბმულად შეუჩერებლად სიცილი, სიურპრიზისაგან მიღებული დადებითი ხასიათი და ა.შ

სიცილს აგრეთვე შეუძლია ჩააქროს ნეგატიური ემოციები: შიში, სირცხვილი, გამწარება. მას დიდი როლი აკისრია ადამიანის ფსიქიკაში. ამ ყველაფრის მოქმედებების შესასწავლად გამოიყო მეცნიერების კიდევ ერთი დარგი – გელოტოლოგია.

Leave a Reply