როგორ ვიკვებოთ ზამთარში

ზამთარში ხილი და ბოსტნეული ნაკლებია, ამიტომ ორგანიზმს მრავალი საკვები ნივთიერება აკლდება, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ჯანმრთელობას ვნებს მზის სხივების ნაკლებობაც, ამიტომ მედიკოსები ზამთარში კვებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორად შერჩეული რაციონი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას აგინაზღაურებთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ზამთარში წონის მომატება ადვილია.
სუსხიან, უღიმღამო დღეებში ადამიანს უფრო მეტად უნდება ტკბილეული. ბევრს ზამთრობით დეპრესიაც კი ემართება, რომლის დასაძლევადაც ტკბილეულს ეძალება. ტკბილეული კი, როგორც იცით, წონას მატებს, ასე რომ, შესაძლოა გაზაფხულზე ჭარბმა კილოგრამებმა შეგაწუხოთ. მაგრამ თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, იქნებ ეს ყველაფერი თავიდან აიცილოთ. მაშ ასე, ყური ვუგდოთ დიეტოლოგებს: Continue reading “როგორ ვიკვებოთ ზამთარში” »

სრულად ნახვა