ჩვენს შესახებ

პატარა კლუბის კლუბური ისტორია
ძალისის საჯარო სკოლაში 2010 წლის მიწურულს ჩამოყალიბდა სამოქალაქო კლუბი ,,ძალა ერთობაშია” რაც , მოხდა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ინიციატივით
ყველაფერი კი ასე დაიწყო ერთ დღრეს მასწავლებელმა სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დაგვიბარა და გვითხრა ,რომ მას სურდა კლუბის ჩამოყალიბება,რათა აქტიური მონაწილეობა მიგვეღო არა მარტო სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტების სერიაში,არამედ აქტიურად ჩავრთულიყავით სასკოლო ცხოვრებაში ,ვინაიდან სკოლაში იმ პერიოდისთვის ბევრი პრობლემა იყო წამოჭრილი ამ ყველაფერზე ბევრი ვითათბირეთ ავირჩიეთ კლუბის ლიდერი ,რომელიც ხელმძღვანელობას გვიწევდა სხვადასხვა აქტივობის დროს.
თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო კლუბის ბავშვები მოტივირებულები ვიყავით კლუბს შევურჩიეთ სახელი ,ხოლო პირველი პროექტი ,რომელზეც სერიოზულად დავიწყეთ მუშაობა ,რათა მცირე გრანტების კონკურსში მიგვეღო მონაწილეობა და მოგვეხდინა პროექტის სრული ინდოქტრინაცია აუდიტორიასთან იყო სახელწოდებით ,,მე და გარემო” ეს იყო პირველი ერთობლივი ნამუშევარი კლუბის ისტორიაში , ვემზადებოდით პროექტის წარსადგენად ,მაგრამ ბოლო დღეებში მოხდა ისე,რომ პროექტი ვერ წარვადგინეთ მცირე გრანტების კონკურსში და შემდეგისთვის გადავდეთ.
ჩვენი კლუბი ასევე აქტიურად მონაწილეობდა სკაუტთა ჯგუფში ,,BP-BIPI” ,რომელიც ემსახურებოდა გამწვანების პრობლემის მოგვარებას ამ თემასთან დაკავშირებითაც გვქონდა წარმოდგენილი ჩვენი პროექტი და მოსაზრება. რის საფუძველზეც მართალია გამწვანება არა ,მაგრამ მოხდა სკოლის ტერიტორიის დასუფთავება და რეაბილიტაცია .
შემდეგი აქტივობა რაც კლუბმა,,ძალა ერთობაშია” განახორციელა” ეს იყო თემა ბლოგებთან დაკავშირებით ,ვინაიდან ჩვენმა ლიდერმა გაიარა ტრენინგი და ჩაერთო ,,ბლოგერების კონკურსში” შემდგომ კლუბიც გააქტიურა და გადაუნაწილა მოვალეობები სასკოლო სამოქალაქო კლუბზე .
შემდეგი აქტივობა იყო,,UN WOMEN”-ის ვერა ბიწაძის მიერ ჩატარებული ტრენინგი ტრეფიკინგის შესახებ რამაც გაგვიზარდა მოტივაცია და გვიბიძგა იმისკენ ,რომ შეგვექმნა ბუკლეტები რითაც არსებული პრობლემის შესახებ საზოგადოებას უფრო გავააქტიურებდით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. ამის შემდეგ განვახორციელეთ პატარ-პატარა აქტივობები ეს ყველაფერი კი დააგვირგვინა 2012 წელს მცირე გრანტების კონკურში ჩვენი სკოლის სამოქალაქო ოთახის რატიფიკაციამ. ამ მცირე აქტივოვების შემდეგ ჩვენი კლუბი აპირებს უფრო მაშტაბური საქმის განხორციელებას მაგალითაც საქველმოქმედო საღამოს დაგეგმვას, სკოლის რადიოტალღის ამუშავებას და სხვა აქტივობებს ვიმედოვნებთ ჩვენი კოლეგიალობის მეშვეობით ყველაფერი გამოგვივა და კარგად იქნება.

 

 

Leave a Reply