cognac

როგორ მივიღოთ სწორად ალკოჰოლური სასმელი

cognac

არსებობს 3 მიზეზი რაც ალკოჰოლის მიღების დროს ხელს უწყობს წონის მომატებას:

1. ალკოჰოლი ზრდის მადას

იგი მოქმედებს როგორც ცხიმების გამხსნელი, ამაღლებს უჯრედების გამტარუნარიანობას, გლუკოზა სისხლიდან გადადის უჯრედებში, რის გამოც მისი რაოდენობა სისხლში მკვეთრად ეცემა და ჩნდება შიმშილის შეგრძნება. ეს ყველაფერი კი მთავრდება ბევრი საკვების მიღებით.

2. ალკოჰოლი აბინდებს გონებას და ასუსტებს ნებისყოფას

ალკოჰოლის მიღებისას თქვენ ვეღარ აკონტროლებთ თავს და თქვენი მისწრაფება დიეტისადმი მცირდება.

3. თავისთავად ალკოჰოლი კალორიული ნივთიერებაა

მაგალითად 100 გრამ არაყში არის იმდენი კალორია, რამდენიც 1 სტანდარტული თეთრი პურის მეოთხედშია, მითუმეტეს ეს კალორიები არ იძლევა დანაყრების შეგრძნებას. არსებობს რამოდენიმე საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის დაძლევაში, რაც უფრო ნელა და დროში გაწელილად მიიღებთ ალკოჰოლს, მით უფრო დაბალი და ნაკლებად მავნებელი იქნება სისხლში მისი კონცენტრაცია.

აქედან გამომდინარეობს:

1. რაც უფრო ნელა ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელებს, მით უფრო ნაკლებად საზიანოა იგი ჩვენი ორგანიძმისათვის. საერთოდ 50 გრამ ალკოჰოლზე მეტის მიღება არასასურველია. რაც დაახლოვებით უდრის 120 მლ კონიაკს ან არაყს;

2. ალკოჰოლის რაც უფრო დაბალი შემცველობა აქვს სასმელს, მით უკეთესია;

3. ალკოჰოლური სასმელებიდან უფრო ნაკლებად მავნებელია მშრალი წითელი ღვინო. არაყთან და ჯინთან შედარებით კი კონიაკი და ვისკია უფრო ნაკლებად მავნებელი.

4. ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისების სისწრაფე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საკვებს ვიღებთ სასმელთან ერთად. მაგალითად, ხორციანი კერძებისა და პურის მიღების დროს ორგანიზმი გვიან ითვისებს ალკოჰოლს. მაგრამ თუ სასმელს მიაყოლებთ ხილს ან გაზიან სასმელს ალკოჰოლი უფრო სწრაფად შეაღწევს თქვენ ორგანიზმში.

Leave a Reply