როგორ გავხდეთ ტანწერწეტა

tancerceta-300x200დიეტა არ არის საკმარისი იმისათვის რომ ტანწერწეტა გახდეთ. მთავარია არა ნაკლები ჭამა, არამედ მოძრაობა-სირბილი, ცურვა, ვარჯიში.

გთავაზობთ ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და მსოფლიოს წამყვანი მოდელების რამდენიმე რჩევას გახდომასთან დაკავშირებით:

აუცილებლად ირბინეთ დილა-საღამოს, სჯობს ირბინოთ ნელი ტემპით, მაგრამ დიდხანს – სულ ცოტა 40 წუთით მაინც.

ხშირად იარეთ კიბეზე, დაივიწყეთ ლიფტი.

ატრიალეთ ჰულაჰუპი – დღეში 15 წუთი (დაიყენებთ მერილინ მონროს წელს).

თუ იმ ასაკში ხართ, რომ სიმაღლეში მომატება შესაძლებელია (25 წლამდე), შეგიძლიათ სახტუნაოთიც უხტუნაოთ.

თუ გრძნობთ, რომ დასაკლები გაქვთ რამდენიმე კილოგრამი, ნუ ეცდებით სწრაფად დაიგდოთ წონა.
მოგცემთ რამდენიმე რჩევას კუჭ-ნაწლავის გასაწმენდად და წონის დასაკლებად (3-4 კგ).

2 კვირის მანძილზე იკვებეთ შემდეგი პროდუქტებით: ბრინჯი, წიწიბურა, მოხარშული ბოსტნეული (კარტოფილის გარდა). ხილი, მაწონი, ხაჭო, მოიმზადეთ ნაირნაირი ცოცხალი სალათა, ოღონდ აუცილებლად ზეითიუნის ზეთით.

დაივიწყეთ კონსერვები, ძეხვეული, შაშხი, პური, მაკარონი, ფუნთუშეული, ნამცხვრები – არავითარი ტკბილეული.

არ დაიჯეროთ რომ ამბობენ თაფლი ტკბილეული არ არისო. თაფლში იმდენივე კალორიიაა რამდენიც შედედებულ რძეში.

მიირთვით უშაქრო ჩაი, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ძილის წინ.

ივახშმეთ 6-7 საათზე, ხოლო შემდეგ ისეირნეთ 40 წუთი მაინც.

მოზარდი ორგანიზმისათვის ხორცის გარეშე არ შეიძლება არსებობა. ამიტომ მოზარდებმა კვირაში ორჯერ აუცილებლად უნდა მიირთვან მოხარშული მჭლე ხორცი (უმჯობესია ხბოსი) და მოხარშული ღვიძლი. რაციონიდან ამოიღეთ შემწვარ-მოხრაკული კერძები.

თუ უმარილოდ ვერ ძლებთ, შეეცადეთ მაქსიმალურად შეზღუდოთ მოხმარება.

აუცილებლად მიიღეთ ვიტამინები, გაზაფხულზე იგი აუცილებლად საჭიროა ორგანიზმისათვის. კარგია ახალგამოწურული ბოსტნეულის წვენების კოქტეილი. არასოდეს თქვათ უარი ტყემლის საწებელზე, იგი ისევე სასარგებლოა ორგანიზმისათვის, როგორც ლიმონი.

Leave a Reply