ვარჯიში სისხლის ჯგუფის მიხედვით

სისხლივარჯიშიპირველი ჯგუფის სისხლის მქონენი ვარჯიშებზე დადიან რეგულარულად, მეცადინეობებს არ აცდენენ, მალე ითვისებენ ტრენაჟორებს და ვარჯიშების ტექნიკას. ისინი დაბადებიდან ლიდერები არიან, ამიტომ ბევრს აღწევენ. სწამთ საკუთარი თავის, მაგრამ ავადმყოფურად პატივმოყვარენი არიან, არც სიახლის ათვისებას ჩქარობენ. რჩევა: ხშირად რომ არ იავადმყოფოთ, აუცილებლად ივარჯიშეთ. ყველაზე მეტად მოგიხდებათ აერობიკა და ველოსიპედით სეირნობა.

მეორე ჯგუფის სისხლის მქონეთ უყვართ ჯგუფური თამაშები. მშვენივრად ამყარებენ ერთმანეთთან კონტაქტს. ვარჯიში მათ მოუხსნის სტრესს. რჩევა: ვარჯიშის სტიმულს მოგცემთ სპორტდარბაზში მეგობართან ერთად სიარული. მოგიხდებათ იოგა, ცურვა, ტანვარჯიში და სწრაფი სიარული.

მესამე ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრებასა და სპორტში ისე იქცევიან, როგორც მოესურვებათ. საპასუხისმგებლო მომენტში შეიძლება უღალატონ გუნდს ან პირიქით,  სიტუაცია გამოასწორონ. რჩევა: ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებას, თქვენთვის სასარგებლო ჩოგბურთი, აერობიკა, იოგა, ჩინური ტანვარჯიში, რომელიც პლასტიკას ავითარებს.

მეოთხე ჯგუფის წარმომადგენლები არიან გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანები, ოღონდ რეაქცია ოდნავ შენელებული აქვთ, მიუხედავად ამისა ბევრს მოძრაობენ, ინარჩუნებენ კარგ ფორმას. რჩევა: ივარჯიშეთ სუფთა ჰაერზე, ოღონდ არ გადაიღალოთ, დატვირთვა უნდა იყოს ინტენსიური, მაგრამ ზომიერი.

Leave a Reply