რჩევები უკეთესი ვარჯიშისთვის

varjishiჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველი ჩვენგანისთვის აუცილებელია. ამ პოსტში მოგცემთ რამდენიმე რჩევას, როგორც სპორტსმენი, ახალბედებს ამ საქმეში. პირველი რიგში, საუბარი მექნება ჩაცმულობის შესახებ. სავარჯიშოდ გამოიყენება ორი ტიპის ჩაცმულობა. ერთი გრილი ანუ საგაზაფხულო და საზაფხულო, ხოლო მეორე შედარებით თბილი, ანუ როდესაც თქვენი სხეულის ნაწილები დაფარულია. თბილ ამინდში თქვენთვითონაც მიხვდებით თუ როგორ უნდა გეცვათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზედმეტი წონის დაკლება გსურთ, ანუ თუ წონაში დაკლება გინდათ ჩაიცვით თბილად, რათა გამოვიდეს ოფლი ორგანიზმიდან. ბევრმა იცის ზამთარშიც გრილად ჩაცმა რასაც იმით ხსნიან, რომ თბილად ჩაცმულები ოფლიანდებიან და იღლებიან, თუმცა ჯობს მალე დაიღალო და თბილად გეცვეს, ვიდრე კუნთი გაიციო. კუნთის გაციების შემთხვევაში აუცილებლად გაიკეთეთ იოდის სახვევები. იგი მალევე მოგარჩენთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა გამახურებელი საშუალება, რომელთა მოძიებაც აფთიაქებშია შესაძლებელი. დაღლა ვარჯიშის დროს. დაღლის შემთხვევაში აუცილებლად დაისვენეთ. ბევრმა იცის ხოლმე, რომ ბოლომდე იხარჯებიან. ასე არ შეიძლება, რადგან ორგანიზმი განიცდის ჰაერის ნაკლებობას და ამის შედეგად გული ორმაგ დატვირთვაზე მუშაობს. უკეთესი იქნება თუ გაჩერდებით შეისვენებთ და პულსის დარეგულირების შემდეგ გააგრძელებთ ვარჯიშს. სწორი სუნთქვა ვარჯიშის დროს ასევე აუცილებელი ფაქტორია: სირბილის დროს ჩაისუნთქეთ ცხვირით, ხოლო ამოსუნთქვა გააკეთეთ პირით. ეცადეთ მუდმივად ასე ისუნთქოთ. იმ შემთხვევაში თუ გული გადაიღლება და მეტ ჰაერს მოითხოვს, ხანდახან პირით სუნთქვა მიახმარეთ. ვარჯიშის ტემპი. ტემპზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ყველაზე მთავარია, რომ ერთნაირი ტემპით ძუნძულის დროს ადამიანი უფრო მეტ ხანს ვარჯიშობს, ვიდრე სიჩქარის ხშირი ცვლილების დროს. ეცადეთ ერთი ტემპით ირბინოთ მუდმივად და გული მიაჩვიოთ მას. ტემპის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მუსიკა: ვარჯიშის დროს ეცადეთ ენერგიულ მუსიკას უსმინოთ, ეს თქვენ ფსიქოლოგიურად გეხმარებათ.

Leave a Reply