“ვაი” სუფრისაგან

დელიკატესები, ნაირ-ნაირი სალათა, საცივი, გოზინაყი,სასმელები, ტკბილეული-საახალწლოდ ამ ყველაფეერზე უარს ვერ ამბობთ და ლამის ყოველ დღე მიირთმევთ დღესასწაულების დასრულებამდე. ამიტომაც არის ,რომ ახალი წლის  დღეებში ზოგს ნაღვლის ბუშტი ასტკივდება ,ზოგს კუჭ-ნაწლავი გაუღიზიანდება,ზოგს  ალერგიული გამონაყარი უჩნდება.  ექიმები ამას ფერმენტების დეფიციტს უკავშირებენ და რამდენმე სასარგებლო რჩევას გვაძლევენ
სადღესასწაულო სუფრას “ცარიელი კუჭით” ნუ მიუსხდებით. თუ მთელი დღის ნაშიმშილევი საღამოს ნაყოფიერად  ივახშმებთ და ალკოჰოლსაც დააყოლებთ, შესაძლოა დღესასწაული მალე დასრულდეს  და  ქოლეცისტიტის ან პანკრეატიტის შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდეთ.
ნუ იჩქარებთ ყველა კერძის ერთდროულად გასინჯვას,ეცადეთ, ერთი კერძიდან მეორემდე  მცირე ინტერვალი დაიცვათ.
გაზიან სასმელებს ნატურალური წვენები ამჯობინეთ.აცადეთ,მინერალურ წყალს გაზი გაუვიდეს და მერე დალიეთ.
მაიონეზიან სალათებს  მაიონეზის გარეშე მომზადებული ამჯობინეთ.
უმჯობესია ,თუ საცივის მოსამზადებლად უმჯობესია ბულიონის ნაცვლად წყალი გამოიყენოთ.
ნიგვზიან საკვებს აუცილებლად უნდა მიაყოლოთ ღომი ან მჭადი .ერთდროულად ორი სხვადასხვა ნიგვზიანი კერძი არ უნდა მიირთვათ.
სუფრიდან ადგომისთანავე წამოწოლა არ არის რეკომენდირებული.
თუ გულძმარვა ხშირად გაწუხებთ .ურიგო არ იქნება ,სიმჟავის  საწინააღმდეგო  პრეპარატი მიიღოთ.
სუფრასთან დაჯდომამდე მიიღეთ ფერმენტული პრეპარატი ,რომელიც საკვების მონელებას შეუწყობს ხელს .
თუ ცხიმიანი კერძი ჭარბად მიირთვით,დააყოლეთ ლიმონი ,ანანასი ან პაპაია.ისინი მდიდარია ფერმენტებით რომლებით,რომლებიც ცხიმის დაშლაში მონაწილეობენ.
p.s წყარო: გაზეთი კვირის პალიტრა

Leave a Reply