საახალწლო სუფრის ყველაზე მავნებელი პროდუქტები

752025146b9b290609319f8f15aaa5a7ქართველები ახალ წელს განსაკუთრებული პომპეზურობით აღვნიშნავთ და შესაბამისად, ყველა ოჯახში სუფრაა გაშლილი. ჩვენს საახალწლო სუფრაზე მოხვედრილი პროდუქტებიდან ზოგიერთის დიდი რაოდენობით მიღება განსაკუთრებით მავნებელია.

1. მაიონეზი
სპეციალისტები არ გვირჩევენ რამდენიმე დღე ზედიზედ მაიონეზისგან მომზადებული სალათების მირთმევას. მათ შორის, არც “ოლივიეს” უწევენ რეკომენდაციას. სასურველია, ასეთ დროს მაიონეზი მცენარეული და ზეითუნის ზეთით შეცვალოთ.

2. კოქტეილი
ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმლის არევა მეორე დღეს საშინელ ნაბახუსევს “გპირდებათ”. ამიტომ თუ გსურთ, საახალწლო დღეებში განსაკუთრებულად არ იგრძნოთ დისკომფორტი, ნუ გამოიყენებთ ბოროტად კოქტეილებს.

3. შამპანური
რაც შეეხება შამპანურს, იგი კუჭის გაღიზიანებას და შესაბამისად, საშინელ შეგრძნებებს იწვევს. ერთი საღამოს განმავლობაში რეკომენდებულია მაქსიმუმ ორი ჭიქა შამპანურის დალევა.

4. ცხიმიანი ხორცის კერძები
მსგავსი კერძები ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით ღამის საათებშია საზიანო. ხორციანი კერძების დაგემოვნებას ამ დღეებში მაინც ვერ ასცდებით. ამიტომ გირჩევთ, უპირატესობა ფრინველისა და კურდღლის ხორცს მიანიჭოთ.

5. მანდარინი
მათ, ვისაც ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ (გასტრიტი, კოლიტი) განსაკუთრებით ვურჩევთ თავი შეიკავონ ამ ხილის დიდი რაოდენობით მირთმევისაგან.

Leave a Reply