როგორ დავიკლოთ წონაში. სწრაფად და ჯამრთელობის დარღვევის გარეშე.

51871346698326პირველ რიგში შენი თავი უნდა დაარწმუნო, რომ დაკლება გჭირდება და ეს შეგიძლია. უნდა დაარწმუნო შენი თავი, რომ მძიმე წონა იწვევს დაავადებებს. უნდა ირწმუნო შენი თავის შესაძლებლობების. წონაში დაკლებისას ერთ-ერთი მთავარი საკუთარი თავის დამარცხებაა. შენ უნდა გაგაჩნდეს ნებისყოფა, უნდა იცოდე, რომ ის არ შეიძლება. უნდა იცოდე, რომ მძიმე წონა შენთვის საზიანოა. ხშირად აწონვა არაა დასაშვები, იმიტომ რომ შეიძლება 1 კვირაში შედეგი არ გამოიღოს და გული აგიცრულდეთ. დიეტასთან ერთად მთავარია ვარჯიში ვარჯიში… ასევე უარი უნდა თქვათ პურცე, ცომეულზე, ჩიფსებზე, კოკა-კოლებზე და ასე შემდეგ. თუ გინდათ დაკლება ბევრ რამეზე უარი უნდა თქვათ. ასევე მთავარია 6 საათის შემდეგ არ ჭამოთ. ალბათ რატომ იცით…ახლა დავიწყოთ დიეტის დროს რა უნდა მიიღოთ.

ამ დიეტაში არ არის საჭმლის გრამებით ჭამა, იმის ჭამა ერთ დღეს ამის ჭამა…ეს ფანტაზიაა.

პირველივე დღიდან დილით უნდა დაიწყოთ გერკულესის ფასის ჭამა, ოღონდ უშაქრო. შესაძლებელია შაქრის მაგივრად ქიშმიში ჩაყარეთ ხარშვის დროს და სიტკბოს მისცემს. შეიძლება თავიდან ცოტა გაგიჭირდეთ მაგრამ უნდა მიეჩვიოთ, როგორც დილას უეჭველი პირი უნდა დაიბანოთ, ასევე გააიგივეთ გერკულესი. ასევე შესაძლებელია დილით მოხარშული კვერცხის მიღება.

რაც შეეხება შუადღის კვებას. შუადღის 2-3 საათისთვის მიიღეთ, რაც გინდათ ზომის ფარგლებში. ოღონდ არ დაგავიწყდეთ უპუროდ. პური და ცომი უნდა ამოიღოთ თქვენი რაციონიდან, მგონია ამის შეხსენება არცერთს არ გჭირდებათ. პირველ რიგში ცომეულზე უნდა თქვა უარი. ესეიგი. შუადღეს ჭამთ რასაც გინდათ იმას ზომის ფარგლებში. ზომიერათ უნდა მიიღოთ. მისაღებია წიწიბურის ჭამა, რაც ასევე სასარგებლოა. ასევე მიიღეთ ხილი. ხილი დასაშვებია ყოველთვის. გახსოვდეთ ზომიერება გონიერება. ბევრი ჭამა არ შეიძლება.

ბოლო საჭმელი მიიღეთ 6 საათზე. აქაც შეზღუდვა არ არის. რაც გინდათ ის ჭამეთ. დაეტანეთ ხილს, ბოსტნეულს. მისაღებია ჭამოთ წვნიანი საჭმელები. ასევე კარგია, რომ მიიღოთ ქატოს პური. ოღონდ ცოტა რაოდენობით.

უნდა გახსოვდეთ, რომ მარტო დიეტა და საჭმლის არ ჭამა არ გიშველით. დიეტასთან ერთად მთავარია ვარჯიში. დილდილობით გაირბინეთ 5-8 კილომეტრი, გააჩნია რამდენსაც შეძლებ. ასევე საღამოსაც, თუ სირბილს ვერ შეძლებთ საღამოს კარგია სეირნობა, სიარული.

ასევე ლახტით ხტუნავი არის კარგი საშვალება. ლახტით 10 წუთი ვარჯიში 20 წუთით სირბილს და 20 წუთით ცურვას უდრის.

ცურვა რომ კარგია წონაში დასაკლებად ალბათ ეს ყველამ იცით. კვირაში 3 ჯერ მაინც ცურვა ძალიან კარგია.

Leave a Reply