ეკონომიური ნათურები კანის კიბოს იწვევს?

3c337cef025bb7cd5732c6f39ffe72f0ბოლო დროს, გაძვირებული კომუნალური გადასახადების პერიოდში, მომხმარებელში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ეკონომნათურები, მაგრამ დაფიქრებულხართ, რამდენად უსაფრთხოა ისინი ჯანმრთელობისთვის?
სტოუნ-ბრუკის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, დერმატოლოგ მარსი საიმონის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ადამიანის კანზე ჩვეულებრივი ნათურებისა და ეკონომიურების ზემოქმედება ერთმანეთს შეადარეს. ეკონომიური ნათურების ზემოქმედების ქვეშ კანის უჯრედები დაზიანდა.

ეკონომნათურები ბევრად მეტ ულტრაიისფერს ასხივებს, ვიდრე ჩვეულებრივი. ულტრაიისფერის ხანგრძლივი გამოსხივება კი კანის უჯრედებს აზიანებს და შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს.

თანამედროვე გასანათებელი ხელსაწყოების მწარმოებლებმა უკვე მოახდინეს რეაგირება კვლევის შედეგებზე და განაცხადეს, რომ ნათურის მიერ ულტრაიისფერის გამოსხივება ნორმას არ სცილდება.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია, გვაფრთხილებენ ეკონომნათურების საშიშროებაზე. ასე, უწინ დიდი ბრიტანეთის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს ასეთი ნათურის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, დაემართოთ გამონაყარი, ეგზემა, ფსორიაზი და კანის სხვა დაავადებები.

Leave a Reply