5 შეცდომა, რომელსაც წონის დაკლების დროს ვუშვებთ

40208cdbb326daddad8782967ca68ee5დიეტამ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ეფექტურად მიგაჩნდათ, იმედი გაგიცრუათ? დამღლელმა ფიზიკურმა ვარჯიშებმა შედეგი არ მოიტანა? დროა, გაერკვეთ პრობლემის მიზეზებში და მიხვდეთ, რას არ აკეთებთ სწორად…

1. ზედმეტად მკაცრი შეზღუდვები.

ჩვენს ორგანიზმს კარგად შეუძლია კვების ახალ რეჟიმთან ადაპტაცია. საკმარისია, მკაცრად შეზღუდოთ საკვების მოხმარებაში, რომ ის მაშინვე იწყებს მარაგის დაგროვებას. ამიტომაა, რომ როდესაც კვების უწინდელ რეჟიმს ვუბრუნდებით, სწრაფად აღვიდგენთ დაკარგულ კოლოგრამებს. გონიერი დიეტა არ გულისხმობს საკვების მკაცრად შეზღუდვას. იმისათვის, რომ ეფექტურად დაიკლოთ წონაში, საჭიროა, ულუფა ბოლომდე არ მიირთვათ. სწრაფ კლებაში ეს ვერ დაგეხმარებათ, სამაგიეროდ, კილოგრამები უკან აღარ “დაგიბრუნდებათ”.

2. დიეტის მიმართ, როგორც დროებითი ღონისძიების მიმართ, დამოკიდებულება.

გახდომის მსურველთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ შეზღუდვები მხოლოდ მოკლე ეპიზოდია მათ ცხოვრებაში. ეს არასწორი მიდგომაა! დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ საუკეთესო დიეტა ის არის, რომლის გაკეთებასაც მუდმივად შეძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ დროებითი ეფექტი იქნება.

3. პროდუქტისა და სასმლის არასწორად შერჩევა.

პროდუქტები, წარწერით “დაბალკალორიული”, სინამდვილეში შეიძლება ბევრ შაქარს შეიცავდეს. პროდუქტის შეძენისას გაეცანით მათ შემადგენლობას. იგივე ეხება სხვადასხვა წვენსა და სასმელს. ტკბილ გაზიან სასმელებს, ხილის წვენებს, რომლებიც შაქარს შეიცავს, არავითარი საერთო არ აქვს დიეტურ კვებასთან. ეფექტური გახდომისთვის კი დიდი რაოდენობით სითხის მიღებაა საჭირო – 1,5-2 ლ წყალი დღეში. ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმიდან ცხიმების გამოდევნას.

4. მუდმივი გამოუძინებლობა.

მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს: ქრონიკული გამოუძინებლობა ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. ასე რომ, თუ სერიოზულად გადაწყვეტთ მიხედოთ ფიგურას, აუცილებლად იზრუნეთ იმაზე, რომ ღამით სრულყოფილი დასვენება უზრუნველყოთ. თანაც, სრულყოფილი ძილი ეფექტურად ებრძვის მუცლის არეში დაგროვილ ცხიმებს.

5. ინტენსიური, მაგრამ იშვიათი ფიზიკური დატვირთვა უშედეგოა.

ფიზიოლოგებმა ერთი საინტერესო რამ აღმოაჩინეს: თურმე, ნავარჯიშები ადამიანის ორგანიზმში უმნიშვნელო დატვირთვის დროსაც კი მაშინვე იწყება ცხიმების წვა. ფიზიკურად პასიური ადამიანების ორგანიზმი კი, პირველ რიგში, კუნთოვან ქსოვილს ხარჯავს და მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ იწყება ცხიმების წვა, უფრო ზუსტად კი მაშინ, როდესაც ვარჯიში დასასრულს უახლოვდება. გახსოვდეთ: უფრო სასარგებლოა რეგულარული და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ვიდრე იშვიათი, მაგრამ გამთანგველი ვარჯიშები.

Leave a Reply