e1b4e4646b82

შვიდი ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარე

e1b4e4646b82ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარეების რეიტინგი რომ შეედგინათ, მსოფლიოს ცნობილ ფიტოთერაპევტებს შორის გამოკითხვა ჩაატარეს. სწორედ ამ გამოკითხვაში გამარჯვებულ პოპ-შვიდეულს წარმოგიდგენთ.

ექინაცეა – იგი ნამდვილი ლიდერია. ფიტოთერაპევტებს ყველაზე ხშირად ამ მცენარის სამკურნალო თვისებებზე უწევთ საუბარი. ექინაცეის ღირსებებს შორის აღსანიშნავია იმუნიტეტის მომაძლიერებელი, ვირუსებისადმი მედეგობის ამამაღლებელი თვისებები. თუკი ექინაცეის ნაყენს ან მასზე დამზადებულ პრეპარატს მიიღებთ, არც სტრესთან გამკლავება გაგიჭირდებათ. იგი იდეალური სამკურნალო საშუალებაა არა მარტო ვირუსული ინფექციების თავდასხმის დროს, არამედ მოგზაურობის პერიოდშიც – მაშინ, როცა ორგანიზმი ფიზიკურად ჩვეულბრივზე მეტად იტვირთება და მისი საადაპტაციო ძალები მოძლიერებას მოითხოვს.

ნიორს ნუსხაში მეორე ადგილი უკავია. ეს თეთრთავა მცენარე ვირუსებსა და ბაქტერიებს შიშის ზარს სცემს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნიორში შემავალი ფიტონციდები არც სოკოებს აყრიან კარგ დღეს. გარდა ამისა, ნიორი სისხლის გამათხიერებელი, არტერიული წნევის დამარეგულირებელი საუკეთესო საშუალებაა.

ჩაის ხეს, უფრო სწორად, მისი ფოთლებისგან მიღებულ ზეთს კოსმეტოლოგიაში ფართოდ იყენებენ როგორც საუკეთესო ანტისეპტიკურ საშუალებას. ის დეზოდორანტების, ლოსიონებისა და ბალზამების შემადგენლობაში შედის.

კაპსაიცინი ნივთიერებაა, რომელიც წიწაკას სიმწარეს აძლევს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც გარეგანი, ისე შინაგანი საშუალების სახით. კაპსაიცინის შემცველი კრემი სახსრების დაავადების, ტრავმის დროს უებარი საშუალებაა. იგი ორგანიზმში ენდორფინების გამომუშავებას ასტიმულირებს. ამიტომაც არის, რომ ცხარე კერძების მოყვარული ადამიანები ენერგიულები და სიცოცხლით სავსენი არიან.

გვირილა – მასზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა, ამიტომ ყურადღებას მხოლოდ მის მთავარ სამკურნალო თვისებებზე შევაჩერებთ. გვირილა ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის დამაამებელი, ძილის მომგვრელი საუკეთესო საშუალება გახლავთ. მას კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ იყენებენ – გვირილის შემცველი შამპუნები, ბალზამები, კრემები და შხაპის გელები მრავლად იყიდება.

ალოე მცენარეა, რომელიც არა საოჯახო აფთიაქში, არამედ ფანჯრის რაფაზე უნდა გქონდეთ. საკმარისია, დამდუღრულ, შეწითლებულ კანზე მისი წვენი წაისვათ ან გადაჭრათ და წვნიანი მხრიდან დაიფინოთ, რომ დისკომფორტი უმალვე გაქრება და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ნაწიბური დაგრჩებათ.

არნიკა შესანიშნავია დაჭიმულობისა და დაჟეჟილობის დროს როგორც კანზე წასასმელი, დამაამებელი საშუალება. თუკი მის წვენს შეშუპებულ და შეწითლებულ სახსარში შეიზელთ, შედეგი არ დააყოვნებს.

დაიხსომეთ: ღია ჭრილობაზე, ნაკაწრზე არნიკის წვენის წასმა ან შინაგანად მიღება (დალევა) არამც და არამც არ შეიძლება – ის მეტად ტოქსიკურია

Leave a Reply