28 წლის გოგონას სხეული ფრჩხილებით დაეფარა

a22542სტეროიდების მიღებამ 28 წლის ამერიკელი შანია აისი იშვიათ დაავადებამდე მიიყვანა.

მან 3 წლის წინ ალერგიული რეაქცია გადაიტანა, რის შემდეგაც ექიმმა სტეროიდების მიღება გამოუწერა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კოშმარი ახალგზარდა ქალისთვის.

მას ჯერ ტანის ქავილი, შემდეგ თითქოს, გამონაყარიც დაეწყო, თუმცა კანის ექიმებმა ვერაფერი უშველეს. ბოლოს შანიას ტანზე მცირე „ეკლები“ წამოეზარდა. ახლა მისი სხეული გარქოვანებული „ნემსებითაა“ დაფარული.

ექიმებმა ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ეს გამონაზარდები რეალურად ფრჩხილებია, რომელმაც ნელ-ნელა დაფარა ის ადგილები, სადაც წესით, თმა უნდა ამოდიოდეს.

Leave a Reply