როგორ ვებრძოლოთ ხვრინვას…

a21184ვისაც ხვრინვა გაწუხებთ, სასარგებლოა ძილის წინ ჩართოთ თქვენი საყვარელი სიმღერა და აჰყევით მომღერალს… ბრიტანელი ექიმები ამტკიცებენ, რომ სახმო სიმების სპეციალური ვარჯიშები ამაგრებს რბილი სასის კუნთებს, რომლის სისუსტე არის ხვრინვის მიზეზი.კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ჰიპერტონიის საწინააღმდეგო კიდევ ერთი საშუალება – ჩახლილი ერბოკვერცხი, რომელიც შეიცავს ინჰიბიტორების მსგავს განსაკუთრებულ ნივთიერებას. თურმე კუჭის ფერმენტებისა და ერბოკვერცხის ურთიერთქმედებით გამომუშავდება ჰორმონ ანგიოტეზინის (რომელიც ავიწროებს სისხლძარღვებს და იწვევს წნევის ამაღლებას) გამანეიტრალებელი ცილა. ამგვარივე ზემოქმედება აქვს, თუმცა ნაკლებეფექტიანია, მოხარშული კვერცხი.

ამერიკელმა კარდიოლოგებმა მიაგნეს კლინიკურად მიოკარდიუმის ინფარქტის მსგავსი დაავადებების გამომწვევ მიზეზებს. მათ გამოიკვლიეს 190 მწვავე მიოკარდის ინფარქტის სიმპტომით დაავადებული და აღმოაჩინეს, რომ მათ სისხლში ადრენალინისა და ნორადრენალინის დონე ძალიან მაღალი იყო. არც ერთს არ დაუდგინდა ინფარქტი მიოკარდიტი.

კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსებას იწვევს ნერვული სისტემის მეტისმეტი აღგზნებადობა, რომელიც სიტუაციის დროს მკვეთრად ასტიმულირებს ორგანიზმის დამცველ ძალას. ამ დროს სისხლში ხვდება დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონები, რომელიც აძლიერებს გულის შეკუმშვას. ზოგჯერ ნერვული სისტემის გადაჭარბებული აღგზნებულობა იწვევს გულის გაჩერებასაც კი… ამიტომ, ექიმები, გვირჩევენ, თავი შევიკავოთ ნერვიულობისა და სტრესებისგან…

Leave a Reply