რა იწვევს სმენის დაქვეითებას?

7a7bc79d2f3efde555597f1c94d38c35სმენანაკლულობისადმი ტენდენცია ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა. თუ დედა, მამა, ორივე მათგანი ან სხვა სისხლით ნათესავი დაბადებიდან სმენადაქვეითებულია, სმენანაკლული ბავშვის დაბადების ალბათობა, რა თქმა უნდა, მაღალია. გარდა ამისა, დაბადებამდე ან დაბადების დროს სმენის დაქვეითება, შესაძლოა, გამოიწვიოს სხვა ფაქტორებმაც: დღენაკლულობამ; მშობიარობის დროს ნაყოფის ჰიპოქსიამ (ჟანგბადის ნაკლებობამ); ორსულობის დროს გადატანილმა წითურამ, სიფილისმა და ზოგიერთმა სხვა ინფექციურმა დაავადებამ (ტოქსოპლაზმამ, ჰერპესმა); ორსულობის დროს ოტოტოქსიკური მედიკამენტების გამოყენებამ. ამ ჯგუფში 130-ზე მეტი წამალი შედის (მათ შორის – ანტიბიოტიკი გენტამიცინი). თითოეული მათგანის არამიზნობრივმა ან არაზუსტად შერჩეული დოზით გამოყენებამ შესაძლოა სმენის ნერვის დაზიანება გამოიწვიოს. ასეთი ზემოქმედებისგან არც ერთი ასაკის ადამიანი არ არის დაზღვეული;

სმენის დაქვეითება, შესაძლოა, გამოიწვიოს ასევე რეზუსშეუთავსებლობამ დედასა და ნაყოფს შორის. დაბადების შემდეგ, სმენის დაქვეითების მიზეზად, შესაძლოა, იქცეს: ინფექციური დაავადება, მაგალითად, მენინგიტი, წითელა, ყბაყურა, ყურის ქრონიკული ინფექცია; თავის ან ყურის ტრავმა; გარეთა სასმენ არხში გოგირდის დაგროვება ან უცხო სხეულის მოხვედრა.

სმენის დაქვეითების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ხმაური. მშენებლებს, მუსიკოსებს, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს სმენის დაქვეითება პროფესიულ დაავადებადაც შეიძლება ჩაეთვალოთ, თუმცა სმენის ნერვს მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული ხმაური არ აზიანებს. სმენის დაქვეითების რისკფაქტორებია: დისკოთეკა, მაღალ ხმაზე ჩართული პერსონალური სტერეომაგნიტოფონი, ყურსაცვამებით მძიმე მუსიკის მოსმენა.

სახიფათოა ასევე სროლა, აფეთქება. ამ დროს ხმასთან ერთად დამაზიანებელ გავლენას ახდენს ბაროტრავმაც (ჰაერის ტალღის ძალა). ცოტა ხნის წინ ქართველმა მედიკოსებმა გორის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობას გაუწია სამედიცინო დახმარება. გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ სმენა საკმაოდ ბევრს ჰქონდა დაქვეითებული. აგვისტოს მოვლენების დროს ეს ხალხი სარდაფებში იმალებოდა. ნაღმებსა და ჭურვებს გადაურჩნენ, მაგრამ სმენა დაუზიანდათ.

Leave a Reply