სილამაზის ინდური რეცეპტი

ცხელი კლიმატისთვის დამახასიათებელი ცხიმიანი კანის მოსავლელად ინდოელი ქალები, ძირითადად, იყენებენ: ერთი სუფრის კოვზ ლიმონის წვენს და ამდენივე ხაჭოს. მათ ერთმანეთში კარგად ურევენ და სახეზე ისვამენ. 15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.   მშრალ კანს რაც შეეხება, ინდოელები ვარდის ფურცლებს იყენებენ: 100 მილილიტრ წყალში ჩაყარეთ 50 გრამი ვარდის ახალი ფურცლები და დაბალ ტემპერატურაზე 30 წუთი ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და რამდენიმე საათით გააჩერეთ. მიღებული ნაზავი სახეზე წაისვით და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.   კანის გასაწმენდად იყენებენ კვერცხის ცილასაც. ის არა მარტო ასუფთავებს, არამედ ჭიმავს კიდეც კანს და სახეს ახალგაზრდულ იერს უბრუნებს. ცილას ლიმონის წვენსაც ურევენ და მიღებულ ნაზავს სახეზე ისვამენ. 15 წუთის შემდეგ კი შეგიძლიან თბილი წყლით მოიშოროთ. ინდოეთში კვერცხის გულსაც ფართო გამოყენება აქვს ნიღბების გასაკეთებლად. კვერცის გული, როგორც ცნობილია, სახის კანისთვის მეტად სასარგებლო ნივთიერება პროტეინს შეიცავს. კვერცხის გულს დაუმატეთ მცირეოდენი თაფლი, კარგად აურიეთ და მიღებული მასა სახეზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.   ინდოეთში ძალიან პოპულარულია ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები. ბევრი რამ გამოიყენება ამისთვის, თუმცა ერთი პირობა მთავარია –  ხილ-ბოსტნეული აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს. პომიდორი, კიტრი და გოგრა ერთმანეთში კარგად ათქვიფეთ და რამდენიმე წუთით სახეზე დაიდეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. ქლიავი ან გარგარი გულმოდგინედ დააქუცმაცეთ, სახეზე წაისვით და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

Leave a Reply