მეცნიერებმა შიდსის ახალი წამალი შეიმუშავეს

a23090სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შექმნეს შიდსის პოტენციური წამალი. ავსტრალიის კვინსლენდის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს – თუ  როგორ აიძულონ შიდსის ვირუსი ებრძოლოს თავის თავს და ასე შეაჩერონ მისი განვითარება.

მკვლევარ დევიდ ჰეირიჯის თქმით, მან შეძლო რეპლიკაციაზე პასუხისმგებელი ვირუსის ცილოვანი კავშირის შეცვლა და მისი მოსპობა.

„მსგავსი არასოდეს მინახავს. მოდიფიცირებული ცილა მუშაობს. თუ ეს გამოკვლევა გაგრძელდება, მიუხედავად სიძნელეებისა, რომელიც ჩვენ გველის, სრულიად მოსალოდნელია, რომ ბოლოსდაბოლოს ჩვენ შევქმნით შიდსის წამალს,“-_ თქვა ჰეირიჯმა.

მეცნიერმა აღნიშნა, რომ მოდიფიცირებულმა ცილამ, რომელსაც Nullbasic ეწოდა, ლაბორატორიული კვლევის ფარგლებში ვირუსის ზრდის შემაკავებელი „გასაოცარი“ უნარი აჩვენა. ეს შიდსთან ბრძოლისა და დაინფიცირებულთა მკურნალობაში შესანიშნავ პერსპექტივებზე მეტყველებს.

როგორც პრესაში აღნიშნავენ, უკვე წელს დაიწყება გამოცდა ცხოველებზე, წინასწარი ტესტები კი უკვე მეტყველებს პოზიტიურ გამოსავალზე.

იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ცდები წარმატებით დასრულდა, შემდგომში მასშტაბური კვლევები დაიწყება ადამიანებზე. მოცემული მეთოდიკის მიზანია დაინფიცირებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის ამაღლება, აგრეთვე, მრავალი ტრადიციული პრეპარატის შეცვლა.

Leave a Reply