ვარჯიშები ფეხებისთვის

a19629ლამაზი ფეხები ერთი ქალის ფასიაო, – უთქვამთ… ამიტომ მათი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ.
აი, რას გვირჩევენ სპეციალისტები:
დილის ენერგიული ვარჯიში
– ჩამოჯექით საწოლის კიდეზე, მარჯვენა ფეხისგული მიიტანეთ მარცხენა ფეხისგულთან და 5 წუთის განმავლობაში იზილეთ. შემდეგ იგივე გაიმეორეთ მარცხენა ფეხით. ენერგიის მოზღვავებას აშკარად და თანაც მაშინვე იგრძნობთ.
– დილით სასურველია, მიიღოთ ფეხის კონტრასტული აბაზანა. ის აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.
– კარგი იქნება, თუ ყოველ დილით 15 წუთით მაინც გაისეირნებთ სუფთა ჰაერზე. დილით სეირნობა ამაგრებს ვენებს, ფეხის კუნთებს, აძლიერებს ამტანობას.
– შეეცადეთ უარი თქვათ ლიფტითა და ესკალატორით სარგებლობაზე, რადგან კიბეზე ასვლა შესანიშნავი ვარჯიშია ფეხებისთვის.
ბუნებრივი ტრენინგი დღის განმავლობაში
– რამდენჯერმე აიწიეთ და დადექით თითის წვერებზე, რადგან ამ დროს მთელი სხეულის სიმძიმე სწორედ ფეხის თითებსა და ქუსლებზე გადადის. შეეცადეთ, ათჯერ მაინც გაიმეოროთ ეს ვარჯიში.
– დადექით სწორად, შეეცადეთ, რომ ფეხის თითები რამდენჯერმე ზემოთ ასწიოთ. ამ ვარჯიშის დროს იჭიმება წვივის კუნთები. შემდეგ კი შეეცადეთ, 20 ნაბიჯი მაინც გაიაროთ ფეხის ქუსლებზე.
საღამოს პროგრამა – მასტიმულირებელი აბაზანა
აიღეთ 3 ჩ/კ მდოგვის ფხვნილი და აურიეთ ცოტა ცივ წყალში. მიღებული მასა ჩაასხით თბილწყლიან აბაზანაში. ქუსლები მასში 10 წუთით მაინც გააჩერეთ, შემდეგ კი ცივი წყლით დაიბანეთ. ამგვარი აბაზანა არა მარტო დაღლილობას მოგიხსნით, არამედ მთლიანად სიმსუბუქის შეგრძნებას შეგიქმნით.

Leave a Reply