ქალი – აქტიური მოქალაქე

12 მარტს ქალაქ გორში “საზოგადოება ბილიკის: ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია ქალი-აქტიური მოქალაქე”, საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება “ქალი – აქტიური მოქალაქე”, სადაც მონაწილეობას იღებდნენ შიდა ქართლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები ,საზოგადება ბილიკმა კლუბებისათვის გამოაცხადა კონკურსი ,,ქალი – აქტიური მოქალაქე“. სულ შეირჩა ხუთი თემა, მათ შორის ჩვენი კლუბის წევრის თამარ ჯაბაურის თემა: ,,ქეთევან დედოფლის ცხოვრების გზა”. გაიმართა დისკუსია ქალთა უფლებებზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, იურისტებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა, მიმოიხილეს თანამედროვე სიტუაცია, გენდერული საკითხები და ა.შ… იყო საინტერესო მსჯელობა და დისკუსია საკითხის ირგვლივ, მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს კლუბების წევრებს. საზოგადოება ბილიკმა თემიების შემსრულებელ მოსწავლეებს დაურიგეს ფასიანი საჩუქრები,ასევე მოწვეულ სტუმრებს ქალთა დღის აღსანიშნავად დაურიგდათ თაიგულები

ⅩⅥ საუკუნეში მცხოვრები ქალი იყო უფრო მეტად ერთგული, მამაცი, ღვთისმოშიში ვიდრე ⅩⅩⅠ  საუკუნეში მცხოვრები ქალი.

ⅩⅥ საუკუნის მისაბაძი ქალბატონი, ჩემი აზრით არის დიდმოწამე ქეთევანი, მან თავის სარწმუნოებას არ უღალატა და ამის გამო ეწამა, მისი დამსახურებაცაა რომ დღესდღეობით საქართველო – მართმადიდებელი ქვეყანაა…

წმინდა ქეთევანი დაახლოებით 1570 წელს დაიბადა კეთილგონიერი, მორწმუნე დედოფალი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე დავითზე დააქორწინეს. ოჯახის შექმნიდან ცოტა ხანში ქეთევანი დაქვრივდა, დარჩა ქალ–ვაჟი თეიმურაზი და ელენე მრავალი ჭირ–ვარამის გადატანა მოუხდა დიდმოწამე ქეთევანს, როდესაც იგი ტყვეობაში ჩავარდა ალექსანდრე გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა, სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებულ წმინდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველის სასახლეში ცხოვრობდა. იქ მას პატივისცემით ეპყრობოდნენ, მაგრამ მაინც ტყვეობაში იყო. ათი წელი იტანჯებოდა  დედოფალი ‘’საპატიო ტყვეობაში’’, მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული, მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა თავის სამწყოს – მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს.

შაჰი ხედავდა, რომ ‘უდრეკი იყო დედოფალი’, ამიტომ მან გადაწყვიტა ქეთევანისთვის სარწმუნოება შეეცვალა. წმინდა ქეთევანმა შორს დაიჭირა  შაჰი ნათქვამი და წამებისთვის მოემზადა. ურჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმინდა დედოფალი. წამების მხილველმა ფრანგებმა წმინდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს. საკმეველით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ  მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის  მეფეს თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმინდა დედის წმინდა ნაწილები, რომელიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს უკვალოდ გაქრა.

ქეთევან დედოფლის ღვაწლი საქართველოსადმი ძალიან დიდია, ⅩⅥ საუკუნეში მაშინ, როდესაც საქართველოს რთული დრო ადგა, ქართველ კაცს ნებით თუ იძულებით სთხოვდნენ სარწმუნოების შეცვლას. ამ დროს ქეთევანის მოქმედება მაგალითია ქართველი ერისთვის. ნაწილობრივ მისი დამსახურებაცაა, რომ დღესდღეობით საქართველო მართმადიდებელი ქვეყანაა, რომ არა დიდმოწამე ქეთევანი ⅩⅥ საუკუნეში ქართველობა მთლიანად გადაგვარდებოდა დიდი ისტორიის მქონე ერი. ქეთევანის სიმამაცე, თავდადება, პატრიოტიზმი, სარწმუნოებისადმი სიყვარული და ერთგულება მისაბაძია ყველა სულიერისთვის.

ქეთევანი და მრავალი სხვა ქალბათონი, როგორებიც იყვნენ თამარ მეფე, შუშანიკი, მათი ცხოვრება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მაგალითია, იყვე ნამდვილი ქალი სრული უფლებით.

ⅩⅩⅠ საუკუნეში ძნელია იპოვო  ქალი–გმირი, თუ გავავლებთ პარალელს ⅩⅩⅠ საუკუნესა და ⅩⅥ საუკუნეებს შორის, დავინავახთ რომ ⅩⅥ საუკუნის ქალი იყო უფრო ერთგული, თავმდაბალი, პატრიოტი ვიდრე ⅩⅩⅠ საუკუნის ქალბატონი. თანამედროვე ქალი ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დღევანდელ ცხოვრებაში მატრიარქატის როლი  უფრო გაძლიერდა, გაძლიერების მიზეზე კი გენდერული თანასწორობაა, მრავალი რეფორმის შემოღება, რამაც განაპირობა  ქალის ჩართვა ყველა სფეროში, დღესდღეობით არსებობს კარგი პოლიტიკოსი ქალი, კარგი იურისტი, კარგი ჟურნალისტი, კარგი მსახიობი ქალი და ა.შ

Leave a Reply