შ.შ.მ–ს ბავშვებთან შეხვედრა

   მე12 საჯარო სკოლის კლუბი,, ერთობის ” ინიციატივით კლუბის წევრი მოსწავლეები,მოხალისე მოსწავლეები(VIIკლასი ) და მასწავლებლები ესტუმრნენ გორის დღის ცენტრის შ.შ.მ ბავშვებს,შეხვედრა შედგა ძალიან თბილ ვითარებაში, კლუბის წევრებმა და მოხალისეებმა არაჩვეულებრივი კონცერტი გაუმართეს ბავშვებს, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ბავშვებს საჩუქრები დირექციისაგან ,ძალიან საინტერესო ინტეგრაცია შედგა რადგან აქტიურად იყვნენ დღის ცენტრის ბავშვები ჩართულნი ამ ღონისძიებაში ცეკვავდნენ, მღეროდნენ ,საკუთარ ლექსებს კითხულობდნენ ,ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები განსაკუთრებული საჭიროებების მქონენი არიან და არა შეზღუდული შესაძლებლობებისა.დიდი მადლობა მინდა ვიუთხრა თითოეულ ჩემს მოსწავლეებს ,რომლებიც აქტიურად იყვნენ ამ ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში ჩართულნი ,ასევე დირექციას და ქალბატონ თინა ბრეგვადძეს .ღონისძიება განხორციელდა შშმ პირთა კვირეულის ფარგლებში.

Leave a Reply