ბავშვთა უფლებები – ფილმი

 2013 წლის 28 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, დაბა ბაკურიანში სოციალური მედიის ტრენინგ-ბანაკი გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. ბანაკს ორგანიზებას უწევდა საქართველოს ბავშვთა ფედერაცია. ტრენინგები ეხებოდა ვიდეო-ადვოკატირებას. ბავშვებმა ვისწავლეთ ვიდეოს გადაღების ტექნიკები და მონტაჟი. აგრეთვე გადავიღეთ ფილმები თემატურად. მე წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომლის შინაარსიც ეხება “ბავშთა უფლებებს”.

312323_508760169203656_113212679_n

ფილმი ეხება ერთ-ერთ რეალურ ისტორიას, რომლის შესახებაც ხშირად მსმენია. სოციალური მედიის ბანაკში ყოფნისას მოგვეცა დავალება “ბავშვთა უფლებების”თემაზე ფილმის გადაღების, რისთვისაც სულ რაღაც 3-4 საათი გქვონდა დრო. გადავწყვიტეთ ეს ტრაგიკული ისტორია ფილმის სახით გადაგვეღო. მართალია ბევრი ელემენტარული შეცდომაა ფილმში დაშვებული, მაგრამ ეს ყველაფერი დროის უქონლობის ბრალია და ნუ განგვკიცხავთ.

http://www.youtube.com/watch?v=uAdgK5ijyGY

“ბავშვთა უფლებების”  ჯგუფი:

1) აკაკი ფუტკარაძე
2) ქრისტი გურგენიძე
3) ანა ქემოკლიძე
4) დაჩი ჯაფარიძე
5) გიორგი ხმალაძე

Leave a Reply