ჯანსაღი ცხოვრების წესი

1098317_4588778456748_37031215_n  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, PH International-ისა და საქართველოს ბავშვთა ფედერაციის ორგანიზებით 2013 წლის 28 ივლისიდან  1 აგვისტომდე ჩატარდა სოციალური მედიის მე-2 დონის ტრენინგ-ბანაკი, სადაც მონაწილეობას ვიღებდით ის ბლოგერები, რომელთაც უკვე გავლილი გვქონდა პირველი დონის 2 დღიანი ტრენინგი.

  ტრენინგები კონკრეტულად ეხებოდა ვიდეო-ადვოკატირებას, livesteaming-ს და ინტერნეტ-უსაფრთხოებას. დავეუფლეთ ვიდეოს გადაღების ტექნიკას, ვისწავლეთ სხვადასხვა სიმსხვილის ხედების არჩევა, ვიდეოს დამონტაჟება და გავრცელება.

  ვიდეოს გადაღება და მონტაჟი უკეთ რომ გვესწავლა დავიყავით 5 კაციან ჯგუფებად და ავირჩიეთ თემები (სულ 7). ჩვენ ჯგუფის თემა იყო – “ჯანსაღი ცხოვრების წესი”, მაგრამ რადგან ეს თემა 2 ჯგუფს შეხვდა, მოვახდინეთ მისი დეფინიცირება 2 მხრივ. ჩვენ წარმოვადგინეთ თუ როგორია რეალურად ჯანსაღად ცხოვრება(სპორტული აქტივობები, სწორი კვება და ა.შ. , ხოლო მეორე ჯგუფმა ის წარმოადგინა მავნე ჩვევების კუთხით.

  ფილმში ნაჩვენებია ორი განსხვავებული ადამიანის ცხოვრების წესი.

http://www.youtube.com/watch?v=ZkqJRMBYuyI

  ჯგუფში ვმუშაობდით: მარი მიქელაძე, სანდრო გიგაური, სიმონ ყიფშიძე, ნათია გოგოთიძე, მარიამ თეზელაშვილი.

ეწვიეთ ჩემი სამოქალაქო კლუბის ბლოგს: http://marimikeladze.wordpress.com

Leave a Reply