პოლიეთილენი_ საუკუნის ნაგავი!

2013 წლის 29-31 ივლისს, დაბა ბაკურიანში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აქტიური ბლოგერები ვიმყოფებოდით სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგ-ბანაკში.  სადაც დავეუფლეთ სოციალური მედიის ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებას და მოვამზადეთ ვიდეო პროექტი ჩვენთვის აქტუალურ და საინტერესო თემაზე.  

523399_4585879864285_2015546052_n

შეიკრა საერთო ინტერესების მქონე ბავშვთაგან დაკომპლექტებული 7 ჯგუფი.  ჩვენი ჯგუფის სამუშაო თემა გახლდათ გარემოს დაცვა.

529103_4583420922813_732185307_n

გადავწყვიტეთ ყურადღება გაგვემახვილებინა იმ საშიშროებებზე, რომლებიც  თან სდევს გარემოს პოლიეთილენით დაბინძურებას. როგორც ვიცით იგი 1000 წლის განმავლობაში არ იხრწმება და სერიოზულ ზიანს აყენებს ეკოსისტემას. ჩვენ მას საუკუნის ნაგავი ვუწოდეთ დ ვიდეოც მივუძღვენით.  ბევრ ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ ვფიქრობ ვიდეო თვითონ გეტყვით სათქმელს ……..   ☺ 

აი ლინკიც 😉

↓ 

http://www.youtube.com/watch?v=H2G3wK-mS0E&feature=youtu.be

 ვიდეოზე მუშაობდნენ: მარი ბარამიძე, თორნიკე მღებრიშვილი, ქეთა ელიაშვილი , გუგა მიქიაშვილი და მე – მარიამ მოსიაშვილი :)

Leave a Reply