დოკუმენტური ფილმების კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა ფილმების გადაღებაზე მუშაობა დაასრულეს

_MG_6721დოკუმენტური ფილმების  კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა ფილმების გადაღებაზე მუშაობა დაასრულეს. „ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო განათლებაზე“ – ამ სლოგანით ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში კონკურსი საუკეთესო სცენარისათვის. გამარჯვებული სცენარები სამოქალაქო კლუბების საქმიანობას აღწერდა. სწორედ ამ სცენარების მიხედვით შეიქმნა დოკუმენტური ფილმები.

IMG_1017 სცენარების კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 7 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. ყველა გამარჯვებულმა მოსწავლემ გაიარა ტრენინგი თბილისში, მულტიმედია საგანმანათლებლო ცენტრში. ტრეინინგის განმავლობაში მათ შეისწავლეს საოპერატორო ხელოვნება, ვიდეომონტაჟი და მიიღეს დოკუმენტური ფილმების შესაქმნელად საჭირო ცოდნა. ფილმების გადაღებასა და დამონტაჟებისათვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული რესუსები საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა უზრუნველყო.

 

IMG_1051ფილმებს მოსწავლეები სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელებენ, ასევე მოაწყობენ ჩვენებებს სკოლებში და ფილმის გადაღებასთან დაკავშირებულ გამოცდილებას  თანატოლებს გაუზიარებენ.

 

ფილმი „ტყუპები“: http://www.youtube.com/edit?ns=1&video_id=q0RyG-uxIfk

ფილმი „ბუნების უკვდავი მტერი“:  http://www.youtube.com/watch?v=Fs233VjpZE4

ფილმი „მკვდარი კანონი“: http://www.youtube.com/watch?v=S3tRvRyKUXs

ფილმი “ტოლერანტის” პროექტები: http://www.youtube.com/edit?ns=1&video_id=v7DWjKklAok

ფილმი  “ქართელის” ერთი დღე:http://www.youtube.com/watch?v=4V9oDt_Sgfo

 

Leave a Reply