სამოქალაქო კლუბის მიერ მოწვეულმა ექიმებმა სამედიცინო გასინჯვა ჩაატარეს

2013 წლის 31 იანვარს ქ. ქუთაისის ა. რაზმაძის სახელობის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის მიერ მოწვეულმა ექიმებმა დაწყებითი კლასის 50 მოსწავლე გასინჯეს. მათგან 4-ს დაავადების სიმპტომები აღმოაჩნდა და ეს ინფორმაცია დროულად ეცნობა ბავშვების მშობლებს. სამოქალაქო კლუბი გეგმავს მთელი სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის შემოწმებას და სკოლაში ექიმის კაბინეტის გაკეთებას.

Leave a Reply