ტრენინგი „ლიდერობა, მოტივაცია და პრეზენტაციის ტექნიკები“

2014 წლის 5 თებერვალს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქუთაისის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ლიდერობა, მოტივაცია და პრეზენტაციის ტექნიკები. ტრენინგი მოსწავლეებისათვის ქალბატონმა ლია კილაძემ ჩაატარა. მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი საკუთარი სკოლების სამოქალაქო კლუბები. პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ განიხილეს ერთმანეთის გამოსვლები და იმსჯელეს თავიანთ დადებით და უარყოფით მხარეებზე. პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნენ ეფექტური პრეზენტაციის უნარების მნიშვნელობას და ტექნიკებს. ტრენინგის დასასრულს ტრენერმა მსმენელებს გადასცა თეორიული მასალა. Continue reading “ტრენინგი „ლიდერობა, მოტივაცია და პრეზენტაციის ტექნიკები“” »

სრულად ნახვა

შეხვედრა საინტერესო სტუმართან

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში  25 თებერვალს ასოციაცია “ათინათში” გაიმართა შეხვედრა საინტერესო სტუმართან ქალბატონ მარიამ თოდუასთან, რომელიც მუშაობს ტურიზმის განვითარების კუთხით და არის ზუგდიდში ჰოსტელის მეპატრონე. კლუბის წევრებმა მოისმინეს პრეზენტაცია სამეგრელოს რეგიონში არსებული ტურისტული ტურების შესახებ, გაიგეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების აზრი სამეგრელოს შესახებ. შეხვედრის ბოლოს ქალბატონმა მარიამმა მოსწავლეებს გამოუყო ჰოსტელში ერთი კედელი, რომელიც მოიხატება აფხაზეთის თემაზე სამოქალაქო კლუბების წევრების მიერ.
შეხვედრას დაესწრო სხვადასხვა კლუბის 23 წევრი. Continue reading “შეხვედრა საინტერესო სტუმართან” »

სრულად ნახვა

შემაჯამებელი ღონისძიება

  2014 წლის 20 თებერვალს ჩატარდა საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,ანაბასისი”–ს მიერ პროექტი ,,წინ აქტიური მოქალაქეობისაკენ” შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც დაფინანსებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ,,PH Inernacional”, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით. სამეგრელო–ზემო...

სრულად ნახვა

ეკოიდეატორის დასკვნითი ღონისძიება

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში   20 თებერვალს პროექტ “ეკოიდეატორის” დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო კლუბების წევრების მიერ შექმნილი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა. გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადაერიცხებათ. ღონისძიება გაშუქდა ტელერადიოკომპანია...

სრულად ნახვა

ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის კლუბმა ადგილობრივ მედიასთან ითანამშრომლა

ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის კლუბმა პროექტის ,,ახალგაზრდობა და მედია ერთად, უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ადგილობრივ მედიასთან ითანამშრომლა და სტატია და ტელესიუჟეტი მოამზადა. კლუბის წევრმა მოსწავლეებმა ინფორმაციები თავად მოამზადეს და თემატიკაც თავად შეარჩიეს. თავდაპირველად კლუბის წევრებს ჟურნალისტმა ნინო ვაშალომიძემ ჩაუტარა სემინარი: ,,როგორ მოვამზადოთ სტატია და...

სრულად ნახვა

სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით მოსწავლეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ

11 და 12 თებერვალს შემოქმედის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივითა და სოფლის სამედიცინო ამბულატორიის მხარდაჭერით შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. სამოქალაქო კლუბის წევრების მიმართვის საფუძველზე სკოლას ეწვივნენ სამედიცინო ამბულატორიის ოჯახის ექიმები ანა მაისურაძე და ნინო გიორგაძე, ექთნები: აზა გიორგაძე, ირინა...

სრულად ნახვა

ჩიბათის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლაში სასათბურე მეურნეობა მოეწყო

ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მცირე გრანტის პროექტის ,,ჩვენი ხელებით“ განხორციელების პროცესში სკოლის დირექციასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სანერგე მეურნეობებთან თანამშრომლობით წარმატებას მიაღწია. პროექტის ფარგლებში სკოლაში სასათბურე მეურნეობა მოეწყო. თავდაპირველად კლუბს სკოლის დირექციამ შენობა გადასცა სათბურის მოსაწყობად. ჩიბათის ტერიტორიული...

სრულად ნახვა

რა უნდა ვიცოდეთ ადამიანისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად?

რა უნდა ვიცოდეთ ადამიანისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მოსწავლეებმა შემოქმედის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბიდან 21 თებერვალს სტუმრად სოფელ შემოქმედის ამბულატორიის ექიმები მოიწვიეს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია უბედური შემთხვევა. შემთხვევის ადგილზე მყოფისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლი, სწორი...

სრულად ნახვა

ბლოგების კონკურსი “სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისათვის” – გაზაფხული 2014

PH International – საქართველო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიერ დაფინანსებული „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია გამოავლინოს მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების თემებზე შექმნილი საუკეთესო ბლოგები. კონკურსის პირობების სანახავად და დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე: http://civics.ge/index.php?m=839  ...

სრულად ნახვა

მწვანე გარემო

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე საგრანტო კონკურსში დაფინანსებული ბანძის საჯარო სკოლა წარმატებით ახორციელებს პროექტს “მწვანე გარემო”.
10 თებერვალს მათ დასუფთავების აქცია ჩაატარეს და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, აქციაში მოსწავლეებთან ერთად ჩართულები იყვნენ მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია. Continue reading “მწვანე გარემო” »

სრულად ნახვა