პედაგოგთა რეგიონალური კონფერენცია სამეგრელოში

1078780_527105924068989_1408087925_o

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2014 წლის 29 მარტს ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური კონფერენცია ,რომელსაც უძღვებოდა ფორუმის რეგიონალური კოორდინატორი მაგდალინა თოდუა. ღონისძიებას დაესწრო სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშტაბით 30 –პედაგოგი და რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კოორდინატორმა მოწვეულ პედაგოგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წარდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი – სამოქალაქო განათლების სწავლების განვითარების სტრატეგია გააცნო, რომელიც ძირითადად სამოქალაქო განათლების პედაგოგთა და სამოქალაქო განათლების ექსპერტთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიქმნა. დოკუმენტი სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებებსა და მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს. ასევე მასწავლებლებს წარედგინა ფორუმის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის, მიზნების, ამოცანების და სერვისების გაცნობის შესახებ ინფორმაცია ,მოხდა ვერბ საიტის გაცნობა, გაიმართა დისკუსია. გამოთქვეს მოსაზრებები ფორუმის საქმიანობაში საკუთარ მოლოდინებზე Continue reading “პედაგოგთა რეგიონალური კონფერენცია სამეგრელოში” »

სრულად ნახვა

ჯგუფური ვიზიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

27 მარტს ზუგდიდის #9 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „თავისუფალის“ წევრები და პარტნიორი სკოლების მოსწავლეები ჯგუფური ვიზიტით იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ისინი შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ლევან კონჯარიას და აპარატის უფროსს თეიმურაზ ბასილაიას. მათ მოსწავლეებს გააცნეს საკრებულოს ფუნქციები, დაათვალიერებინეს განყოფილებები და ასევე...

სრულად ნახვა

შეხვედრა საქართველოს ჩემპიონ ჯონი ხეცურიანთან

26 მარტს, საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,ანაბასისი“, სკოლის დირექტორი, ქალბატონი მაია შუშანია და კლუბის მეურვე პედაგოგი ბელა ქვარცხავა  ამავე სკოლის X კლასის მოსწავლეს ჯონი ხეცურიანს შეხვდა, რომელიც გახდა საქართველოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობა 50 კგ წონით კატეგორიაში I ადგილის მფლობელი. გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა...

სრულად ნახვა

შეხვედრა ბრიჯიტ ბრინკთან

ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის ე.წ. STEM სფეროებში წარჩინებული ქალები და მოსწავლე გოგონები ესწრებოდნენ. გოგონებს საშუალება ჰქონდათ STEM სფეროებში წარჩინებული ქალებისგან პირადად მიეღოთ კარიერული და ცხოვრებისეული რჩევები. წელს საელჩოს ფოკუსი...

სრულად ნახვა

ახალგაზრდული ფორუმის პროექტის დასკვნითი ღონისძიება

  სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტის სამხატვრო გალარეაში გაიმართა პროექტ “ჩვე ერთნი ვართს” დასკვნით ღონისძიება, სადაც გამოფენილი იყო შშმ ბავშვთა ნახატები. კონკურსის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ...

სრულად ნახვა

ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე სამეგრელოში

1507393_525795437533371_1820978461_o

25 მარტს სამოქალაქო კლუბ „პროექტორის“ ინიციატივით ასოციაცია „ათინათში“ ჩატარდა შეხვედრა ექიმთან, ქალბატონ თამარ ხაბურზანიასთან. სხვადასხვა კლუბების 18 წევრი დაესწრო საინტერესო სემინარს ტუპერკულოზის შესახებ. მოსწავლეებმა კომპეტენტური ადამიანისგან მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია ამ ინფექციის გადადების გზების, გავრცელების და მკურნალობის შესახებ. ასევე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.  Continue reading “ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე სამეგრელოში” »

სრულად ნახვა

24 მარტი ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეა

ორშაბათს 24 მარტს 16:00 საათზე  რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – ნანა ცხაკაია და იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელები. მოსწავლეებმა...

სრულად ნახვა

აქცია საგზაო წესების დაცვასთან დაკავშირებით

სიქა-ს ორგანიზებით რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებმა რუსთავის ქუჩებში აქტივობა გამართეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მძღოლებსა და ფეხითმოსიარულეებს საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდეს. სამოქალაქო კლუბის წევრებმა პოსტერებითა და პლაკატებით სიმბოლურად გადაკვეთეს „ზებრა“ გადასასვლელი და მძღოლებს მოუწოდეს, რომ შეანელონ სვლა და გადასასვლელზე გზა დაუთმონ ფეხით...

სრულად ნახვა

ახალგაზრდული ფორუმის პროექტი განხორციელდა

26მარტს ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის ,,მოსწავლეთა თვითმმართველობის განხორციელება სკოლაში” შემაჯამებელი ღონისძიება მოეწყო. ძეგვის, წეროვნის#2, მუხრანის #1 სკოლებისა და მასპინძელი  წეროვნის #1 სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბის აქტივისტები _პროექტის მონაწილენი, შეიკრიბნენ კონფერენციაზე და მოახდინეს მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზნებისა და...

სრულად ნახვა

მჭადიჯვარში სამოქალაქო კლუბის რადიო ამოქმედდა

6 მარტს მჭადიჯვრის საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბმა ,,სხივმა“ მოაწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ,,მცირე გრანტის“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,ჩვენი სკოლის რადიო“ პრეზენტაცია. მჭადიჯვრისსამოქალაქოკლუბისათვისესუკვე ,,მცირეგრანტების“...

სრულად ნახვა