1618328_544578208988427_1304260317866069073_o

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია

892019_544578605655054_7857127060638700713_o

 

 

2014 წლის 3 მაისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში”, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა ჩატარდა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამეგრელოს რეგიონიდან 3 პედაგოგი დაჯილდოვდა!!!
წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგი– ნორა გადელია;
წლის საუკეთესო კლუბის მეურვე პედაგოგი – ბელა ქვარცხავა;
წლის წარმატებული პედაგოგი – თამუნა გოგია;
ფორუმის მონაწილეები იყვნენ საქართველოს ყველა რეგიონის 350 პედაგოგი და მოწვეული სტუმრები, რომლებიც გაეცნენ სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს, მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი, ბ-ნი სტივენ ჰეიკინი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური და ქ-ნი მარინა უშვერიძე, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი.
ქ-ნმა მარინა უშვერიძემ ისაუბრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საქმიანობაზე და შედეგებზე. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობაზე ისაუბრა ქ-მა ნინო ბესელიამ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამგეობის თავმჯდომარემ. სამოქალაქო განათლების სწავლების განვითარერბის სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნიკოლოზ სილაგაძემ, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ექსპერტმა. პედაგოგების პროფესიული განვითარების განახლებული სქემა გააცნო ფორუმის მონაწილეებს ქ-მა მანანა რატიანმა, პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა.
სტუმრებმა და მონაწილეებმა დაათვალიერეს სამოქალაქო კლუბების საქმიანობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.
ფორუმის მონაწილე პედაგოგები, მათი ინტერესების გათვალისწინებით, დაესწრნენ სემინარებს, რომელთა სადისკუსიო თემები იყო: სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების გამოყენება (ფასილიტატორები: ნინი ბესელია, ნონა ფიფია), გენდერული განზომილება თანამედროვე მოქალაქის აღზრდაში (ფასილიტატორი: ნინო გოგოლაძე), დებატები, მიზანი თუ საშუალება (ფასილიტატორები: თეა ლობჟანიძე, მარი აბულაძე), სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამები (ფასილიტატორი: ნიკო სილაგაძე).

Leave a Reply