გამოკითხვა კაზრეთის #1 საჯარო სკოლაში

კაზრეთის  #1 საჯარო სკოლაში  ბავშვებმა მოაწყეს გამოკითხვა, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად იცოდნენ მოსწავლეებმა რას ნიშნავს არაფორმალური განათლება.თუმცა გამოკითხვის მიზნად არამარტო სტსტისტიკის გარკვევა არამედ მოსწავლეების ამ საკითხში ინფორმირებაც მქონდა დასახული.სწორედ ამიტომ ბუკლეტები დავამზადე რომელშიც განმარტებული იყო არაფორმალური განათლების მნიშვნელობა.ამავდროულად მითითებული იყო ჩემი ბლოგის მისამართი,იმისათვის რომ სურვილის შემთხვევაში მეტი ინფრომაცია მოიპოვონ არაფორმალური განათლების შესახებJ

გამოკითხული 100 მოსწავლიდან სამწუხაროდ მხოლოდ 48-მ არ იცოდა არაფორმალური განათლების ზუსტი მნიშვნელობა.მათ ვინც არ იცოდა თუ რას ნიშნავდა არაფორმალური განათლება, ზემოთ ხსენებული  ბუკლეტები დაურიგდათ:)

მოკლედ აი პატარა ვიდეო,რომელიც გამოკითხვას ასახავს:)

Leave a Reply