ლიბერალი(შშმ პირების კვირეული)

ჩვენი კლუბი შეუერთდა საერთაშორისო კვირეულს : “თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა : განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა. ” რომელიც 2014 წლის 4-10 მაისს მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში ტარდება. კვირეულის მიზანია ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მასთან დაკავშირებული პრობლემების საზოგადიებაში წამოწევა, ყურადღების გამახვილება იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დგანან საკუთარი განათლების უფლების რეალიზების გზაზე.
6 მაისს სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოხდა ბავშვებისთვის გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზრუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების შესახებ კონვენციის გაცნობა. ასევე გაიმართა წიგნის (სინათლის სვეტის) პრეზენტაცია-განხილვა, რომლის ავტორიც გახლავთ მაკა ნათელაური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელმაც ამ წიგნით დაამტკიცა რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.10322814_752720211428143_1659838861916885770_n

Leave a Reply