სუპერვიზია(შშმ პირების კვირეული)

2014 წლის 5 მაისს გამართული ღონისძიება.
შშმ პირთა საერთაშირისო კვირეულს შეუერთდა ქ.რუსთავის #2 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი “სუპერვიზია.”
კლუბში გაიმართა პირველი აქტივობა – რუსი მწერლის გალიეგო რუბენის ნაწარმოების “გიხაროდეთ სიცოცხლე, გქონდეთ იმედი, იბრძოლეთ!” წაკითხვა-განხილვა (რომელიც მოძიებულ იქნა პედაგოგის ბელა გოცირიძის მიერ ჟურნალში “ავერსი”). ნაწარმოები წაკითხულ იქნა თავად ბავშვების მიერ.
ნაწარმოების თემატიკა იყო: ინვალიდები. ბავშვებმა უფრო მეტი რამ გაიგეს შშმპ-თა შესახებ და უკეთ გააცნობიერეს, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა და მათ არ სჭირდებათ ზედმეტი, შემაწუხებელი ყურადღება, რათა არ დაითრგუნონ.
(მე-9 კლასი.)
10325259_1201804633293039_3009213077270764054_n

Leave a Reply