შშმ პირთა კვირეულიBRIDGE

კვირეული დაიწყო

დღეს,შშმ პირთა საერთაშირისო კვირეულს შეუერთდა ქ.რუსთავის #12 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი Bridge .
კლუბში გაიმართა პირველი აქტივობა – დოკუმენტური ფილმის ჩვენება/განხილვა “მფრინავი ენი”.
მომდევნო დღებში იგეგმება პოსტერების გამოფენა და ღია კლუბური მეცადინეობა თემაზე “ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი”

ცოტა რამ ფილმის შესახებ:

11 წლის ენი ულამაზესი გოგონაა, რომელსაც შეიძლება თვალი ვერ მოწყვიტო, მაგრამ რაც უფრო დიდხანს
უყურებ, მით უფრო ამჩნევ მის „ტიკებს“. გოგონა ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომით არის დაავადებული.
ეს დაავადება აიძულებს ენის სხეულს აკეთოს ის, რაც მას არ სურს (მაგალითად, ალოკოს საგნები).
ენისთვის ძალიან რთულია გაუმკლავდეს თავის დაავადებას, განსაკუთრებით უჭირს სკოლაში. მას ეშინია,
რომ თანატოლები დაცინებენ, ამიტომ მეგობრებთან ურთიერთობას მარტო ყოფნას და „ფრენას“ ამჯობინებს.
ასე ვერავინ შენიშნავს მის ტიკებს…

რას ნიშნავს ტერმინი „ტურეტის სინდრომი“ ?
„ტურეტის სინდრომი“ ტვინის თანდაყოლილი ნეიროფსიქიატრიული დაავადებაა. დაავადებას ფრანგი
ნევროლოგის ჟილ დე ლა ტურეტის სახელი ეწოდა, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს პირველად აღწერა
და დაახასიათა იგი (1857-1904წწ.) დაავადების გამოვლენა ძირითადად ბავშვობის (დაახლოებით 6 – 7 წელი)
ასაკში ხდება. პირველი ნიშნები შეუმჩნეველია, თანდათან ისინი უფრო ინტენსიურ სახეს იღებენ. უმთავრესად
სიმპტომების გაუარესება პუბერტატის (გარდატეხის) ასაკში ხდება, შემდეგ დაავადება ნელ-ნელა ავლენს
დამორჩილების ტენდენციას. პაციენტების დაახლოებით ერთ მესამედში სიმპტომები მთლიანად ქრება,
მეორე მესამედში სიმპტომები სუსტი ფორმით ვლინდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში და პაციენტების
მხოლოდ დარჩენილ მესამედს აქვს მძიმე ფორმით გამოხატული სიმპტომები ზრდასრულ ასაკშიც კი.
10155433_4142164969987_5470422983924192013_n

Leave a Reply