“ცოცხალი საფოსტო ყუთი”

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ “ჩვენ – გვირილების” პროექტის „გამგეობის დროით – ახალგაზრდული სათათბირო ორპირის თემში“ ფარგლებში, თითქმის ყველა კლასში შეიქმნა “ცოცხალი საფოსტო ყუთი”. მოსწავლეები საფოსტო ყუთებს დაატარებენ მოსახლეობაში და წერილებს ყრიან ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით.
ასევე, პროექტის ასისტენტმა პედაგოგმა დარეჯან ბაკურაძემ ჩაატარა გამოკითხვები ორპირის თემის 9 სოფელში: ზედა ჭყეპი, ქვედა ჭყეპი, ლაფეთი, მანდიკორი, ნაბოსლევი, ოხომირა, შუყერი, ჯონია, კოკა.
მოსახლეობის მხრიდან ე.წ “ცოცხალი საფოსტო ყუთით” მოწოდებულ იქნა სოფლის – მთელი რიგი პრობლემები და სურვილები.
პროექტი „გამგეობის დროით – ახალგაზრდული სათათბირო ორპირის თემში“ დაფინანსებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში (იმერეთში პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი).

1399381240_dsc02706

1399381310_dsc02711

Leave a Reply