მხიარული სტარტები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ჩართულობით

14 მაისს პროექტის ,,შეზღუდვები არ არსებობს“ ფარგლებში ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში მხიარული სტარტები ჩატარდა სპეციალური საჭიროების მოსწავლეების მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში შეძენილი სპორტული ინვენტარის გამოყენებით მოსწავლეებმა მოაწყვეს სხვადასხვა სპორტული აქტივობები. ღონისძიებაში ჩაერთნენ მოსწავლეები სოფელ ნატანების საჯარო სკოლიდან, მონაწილეობისა და აქტიურობისთვის მათ მადლობის სიგელი და ფასიანი პრიზები გადაეცათ.

პროექტი ,,შეზღუდვები არ არსებობს“ გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათ ჩართვას სპორტულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობებში. პროექტს ახორციელებს ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის“ დაფინანსებით. გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.
3

21 http://gyrc.wordpress.com

Leave a Reply