10359008_552461808200067_6078802504004900921_o

პროგრამის დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება

10298645_552460821533499_4928013415947694312_o (1)

 

 

20 მაისს, ანაკლიის სასტუმრო “Palm Beach”-ში ჩატარდა “სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო 4 წლის შედეგები პროგრამის ყველა კომპონენტში და ამ პერიოდის განმავლობაში მიღწეული წარმატებები;
წარმოდგენილი იყო ასევე პედაგოგთა ფორუმის პრეზენტაცია რეგიონალური კოორდინატორის მიერ, კლუბების პრეზენტაციები მიღწეული წარმატებების მიხედვით, ასევე პროგრამაში ჩართული სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებები: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი – მერაბ ქვარაია, ხობის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ხათუნა გერგაია, აქტიური მოსწავლის მშობელი – მღვდელია გიორგი ვაჩეიშვილი, საკრებულოს წარმოამდგენელი – გია გასაშვილი და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორი – ია კერზაია;
ღონისძიების ბოლოს PH International-ის წარმოამდგენელმა ქალბატონმა ინგა ქიბროწაშვილმა მადლობა გადაუხადა სკოლებს და ყველა ჩართულ პირს.
დასასრულს ქალბატონმა ინგამ საკლუბო ტექნიკის კონკურში გამარჯვებული 4 სკოლა დააჯილდოვა.
ღონისძიებას დაესწრო პარტნიორი სკოლების, რაიონული რესურსცენტრების და თვითმართველობების წარმომადგენლები, სულ 163 ადამიანი;
ღონისძიება გაშუქდა ტელეკომპანია “ოდიშის” და რადიო “ათინათის” მიერ.10256507_552461434866771_7792682354066745431_o

10258918_552461671533414_1250457490899437088_o 10359008_552461808200067_6078802504004900921_o 10387086_552462154866699_5107349302276704550_o 10403829_552461481533433_8276208867234512389_o 10403887_552460824866832_6347878373500749115_o

Leave a Reply