281275

საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი!

10365752_565952623526022_9066170506422479751_n

22 მაისს საჯიჯაოს კულტურის სახლში გაიმართა – 26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით “საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი”, სადაც საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,ანაბასისი”-ს წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, ღონისძიება ასევე მოიცავდა სასიმღერო და საცეკვაო ნომრებს.
ახალგაზრდებმა გაიხსენბეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1918 წლის 26 მაისს დაღუპულ ქართველ მამულიშვილთა ხსოვნას,
მათ შორის  ბატონ თენგიზ ქაჯაიას, რომელიც სულ ახალგაზრდა შეეწირა ჩვენი ქვეყნის ძლიერებას, ის ეროვნული გმირია, ეამაყება რაიონს, სოფელსა და ოჯახს.

Leave a Reply