გამარჯვებული ბლოგერების დაჯილდოება

1979764_650524511670212_4681008805269403158_n29 მაისს, თბილისში, სასტუმროში„შერატონ მეტეხი პალასი“ კონკურსის -„სოციალური მედია სამოქალაქოინიციატივებისათვის“ გამარჯვებულიბლოგერების დაჯილდოების ცერემონიაგაიმართა.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რიგით მეხუთე ბლოგების კონკურსი,2014 წლის მარტში გამოცხადდა დამასში მთელი საქართველოს მასშტაბით200-მდე IX-XII კლასელმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან კომპეტენტურმა ჟიურიმ 32 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა, რომლებმაც 7 სხვადასხვა თემატურ ნომინაციაში I, II და III ადგილები გადაინაწილეს. კონკურსის ნომინაციები შემდეგ თემებსმოიცავდა: ახალგაზრდა მოხალისე, ახალგაზრდა ომბუდსმენი,ბუნების დამცველი, მოქალაქე ჟურნალისტი, ჯანსაღი 
ცხოვრებისადვოკატი, ახალგაზრდა განმანათლებელი და სასკოლო სამოქალაქოკლუბის ბლოგი.

პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტებს სერტიფიკატები დასამახსოვრო საჩუქრები ჟიურის საპატიო წევრებმა გადასცეს. 
ჟიურისწარმოადგენდნენ: ნინო ერემაშვილი, საქართველოს პედაგოგთაფორუმი; ნატა სულთანიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივირესურსების
 სამინისტრო; მაია ქობალია, „ალიანსი უსაფრთხოგზებისთვის“, ირაკლი კაკაბაძე ,
საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტრო, ვახტანგ ასანიძე, საქართველოს სპორტისადა ახალგაზრდობის საქმეთა
 სამინისტრო; ირაკლი კუცია,დემოკრატიული მმართველობა საქართველოში და თიკო ნაჭყებია,
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

ბლოგების კონკურსის სხვადასხვა თემატურ ნომინაციებში პირველიადგილი დაიკავეს მოსწავლეებმა:
დავით მამულაშვილმა, მარიამმოდებაძემ,
 გიგა თეგერაშვილმა, თაკო ძულიაშვილმა, საბამამასახლისმა, ქეთევან ლაზარიშვილმა, და გიგა კუთხაშვილმა.

მეორე და მესამე ადგილზე გასული ბლოგების ავტორები ასევემიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებსა და სერტიფიკატებს.

კონკურსი ჩატარდა PH International-ის სამოქალაქო განათლებისადა პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელიც აშშსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსურიმხარდაჭერით ხორციელდება.

Leave a Reply