სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში.

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და  კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.
მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან  პრაქტიკული      სამართლისა და სამოქალაქო განათლების  აქტუალურ საკითხებს.

სწავლის მსურველებმა 22 სექტემბრიდან  12  ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

** დაბადების მოწმობის  ასლი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ან მოსწავლის ბარათი);
** 2 ფოტოსურათი;
** შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი ან ჩამოტვირთეთ ვებ-გვერდიდან: www.legaleducation.ge ან მიიღეთ საბუთების ჩაბარებისას).

საბუთების მიღება ხორციელდება ფონდის/საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში.

საკვირაო სკოლაში სწავლა უფასოა.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ (სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 18:00 საათამდე): ქ. თბილისი, ჯ. კახიძის  ქ. 15.

საკონტაქტო პირები:

მარიამ აბულაძე – ltic@gyla.ge | iuridiuliganatleba@yahoo.com | 2 936101 (შიდა ნომერი 147)
ნინო ბაღაშვილი – n.baghashvili@gyla.ge | 2 936101 (შიდა ნომერი 137)
თამარ მეტრეველი – metreveli@gyla.ge | 2 936101 (შიდა ნომერი 125)

Leave a Reply