“დღე ავტომობილების გარეშე”

აქცია სახელწოდებით „დღე ავტომობილის გარეშე” მთელ მსოფლიოში აღინიშნება. აქციის მიზანია ადამიანები ავტომობილების ნეგატიურ გავლენაზე და ალტერნატიული საწვავის გამოყენებაზე დაფიქრდნენ;
“დღე ავტომობილების გარეშე” – 22 სექტემბერს ახალციხეში აქცია მოეწყობა
ატმოსფეროს დაბინძურების 90% ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ ორბორბლიანი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმოძრაონ.

აღნიშნული დღე 2000 წელს ევროკომისიამ დაარსა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკოლოგიურმა აქციამ ავტომობილების გარეშე სტარტი პირველად საფრანგეთში აიღო.

საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ავტოტრანსპორტის რიცხვი; 0,1ლ/კმ ბენზინის წვის დროს ავტომობილის მიერ გამოიყოფა 40-60 გრამი ტყვია, რომლის 20% კონცენტრირდება მანქანასთან, დანარჩენი კი ჰაერში იფანტება; ატმოსფეროს დაბინძურების 90% ავტოტრანსპორტზე მოდის. ავტოავარიაში ყოველდღიურად საშუალოდ 3000 ადამიანი იღუპება.

დაიცავით ავტომობილის “ეკო-ტარების წესები” და გაუკეთეთ მანქანას მწვანე ლენტი”.

ავტომობილის ეკო-ტარების წესებია: “გამორთეთ ძრავა ხანგრძლივი საცობის დროს; შეამოწმეთ საბურავების წნევა, ნორმაზე 25%-ით ნაკლებობა ავტომობილის სტარტის დროს წინააღმდეგობას 10%- ით ზრდის; გონივრულად გამოიყენეთ კლიმატ-კონტროლის სისტემა – თუ ჩართული გაქვთ, ნუ ჩაუწევთ ფანჯრებს; ნუ დაამუხრუჭებთ მკვეთრად – ეს საშუალებას მოგცემთ, საწვავის მინიმალური ხარჯით შეინარჩუნოთ მანქანის ინერციით მოძრაობის უპირატესობა; გახსოვდეთ, 3 – 4 ადამიანის წამოყვანით 3 – 4 ჯერ შეამცირებთ ატმოსფეროს გამონაბოლქვით დაბინძურებას;

იმოძრავეთ ერთ ზოლში – მოძრაობის ხაზის მკვეთრი ცვლილება და გადასვლა ზრდის საწვავის ხარჯს და გამონაბოლქვსაც”.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას:

1.ამ დღეს იმოძრაონ მანქანის გარეშე.

2.ისინი ვინც არ იქნებიან ფეხით, სოლიდარობის ნიშნად მწვანე ლენტები დაამაგრონ ავტომობილებს.

3.შემოუერთდნენ მსვლელობას „დღე ავტომობილის გარეშე“ , რომელიც დღის მეორე ნახევარში 15:00 საათზე დაიწყება სადგური მიდებარე ტერიტორიიდან ცენტრალურ პარკამდე. (მსვლელობა მოხდება ტრანსფარანტებით, ტროტუარებზე).

აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მივიღეთ მუსხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმაც.
12038839_943883965702366_7846639875467861957_o

12006478_943882402369189_7034483608974818514_o (2)

 

12017623_943849435705819_8023752110411309099_o12022558_943873065703456_6557037079590661834_o

12032923_943859455704817_1293735631879883582_n

Leave a Reply