ახალი წელი

скачанные файлы (6)

რადგან ახალი წელი გვიახლოვდება გადავწყვიტე დამეწერა ამ თემაზე,მის მნიშვნელობაზე , და თუი როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში.
ახალი წელი — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს.
ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. მეშვიდე საუკუნემდე ახალ წელს აგვისტოში აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე – სექტემბერში, შემდგომ კი ახალი წელი მარტში გადაიტანეს. მარტში ახალი წლის აღნიშვნა გამართლებულიც იყო. რაღა მაინც და მაინც შუა ზამთარში? წელიწადი ხომ გაზაფხულით იწყება?! რაც შეეხება შობას, ამ დღესასწაულს ჩვენში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რაზეც დეკემბრის ქართული სახელწოდება – ქრისტეშობისთვეც მეტყველებს.

მეკვლეს ფენომენი
ზოგადად ახალი წელი კარგი საშუალებაა “ძველის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად” პირობითი ზღვარი რომ გაავლო. ამიტომ ყველა ცდილობს, ახალი წლის დღეებში ცუდზე ნაკლები იფიქროს და კამპანიისთვის ისეთი ადამიანები შეარჩიოს, ვისთანაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობს.
გარდა ამისა ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი დღესასწაულია და მისი მთავარი ხიბლიც ისაა, რომ უკლებლივ ყველა ოჯახში აღინიშნება. ტრადიციულად, ამ დღესასწაულის შინაარსიც სწორედ რამდენიმე სუფრის შემოვლასა და ახლობელი ოჯახების მილოცვა-დალოცვაში მდგომარეობს, რაც გარკვეული წესრიგის დამყარებას მოითხოვს.
წესრიგი კი მარტივად მყარდება, ტრადიციების მიმდევარი ადამიანები ღამის 12 საათს საკუთარ ჭერქვეშ, საკუთარი ოჯახის წევრებთან ხვდებიან, რის შემდეგაც წინასწარ შეთანხმებული მიმოსვლა იწყება. თუმცა მანამდე მეკვლეობის მნიშვნელოვანი რიტუალია ჩასატარებელი.
მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლება და ქართველ კაცსაც უჩნდება პრეტენზია – ეს ღირსება ახალ წლის პირველ წუთებშივე დაიცვას. მეკვლე, პირველ ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს და ოჯახის წევრის გარეთ გასეირნება და უკან შემობრუნება მეკვლეობად არ ითვლება.
ელგუჯა იოსელიანი, ეთნოგრაფი: “თვითონ სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, მეკვლემ ოჯახისკენ მიმავალი გზა უნდა გაკვალოს. თუმცა კვალიც არის და კვალიც, და ეს კვალი, პირველ რიგში, “ფეხზეა” დამოკიდებული.
ქართველი კაცი, უცხო ოჯახში რომ შედის, კეთილი იყოს ჩემი ფეხიო -ამბობს. უცხო ფეხის შემოდგმას ოჯახში სიმბოლური დატვირთვა აქვს და “კეთილი და ბოროტი” ფეხის ცრუ რწმენა ჩვენში მხოლოდ ახალ წელს არ უკავშირდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ღირსეულ ოჯახს სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღია უნდა ჰქონდეს, საახალწლო სტუმარს არა რაღაც “სასურველი”, არამედ აუცილებელი სტატუსი ენიჭება. ამისთვის კი ეს საკითხი წინასწარ უნდა მოაგვარო.
საერთოდ, მეკვლეს ძველ საქართველოში წინასწარ ირჩედნენ. პირველ რიგში, ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. მაგრამ ისეთებიც არიან, ცხოვრებაში კაცისთვის არაფერი რომ არ უწყენინებიათ, მაგრამ მათი სტუმრობა თუ უბრალო დანახვა ვიღაც-ვიღაცეებს ცუდად აქვთ დაცდილი. მეკვლედ, რა თქნა უნდა, ასეთ ადამიანს არ დაპატიჟებ.
“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა”, ასეთია მეკვლის დალოცვა.
სხვადასხვა კუთხეში ეს რიტუალი სხვადასხვანაირი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შენონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ “ყოჩ ვაზთან” დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში, მეკვლეს ხორბალი შემოჰქონდა და იატაკზე მთესველივით ფანტავდა”.

საახალწლო სუფრა
რაც შეეხება საახალწლო სუფრას. ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი, მაგრამ ასეთ სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა საქართველოს ცალკეული კუთხეების გასტრონიმიული ტრადიციები და ზოგადად სუფრის ფენომენისადმი დამოკიდებულება.
დავით კობიძე, ეთნოგრაფი: “იმერეთი თავისი სამზარეულოთი ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სხვა კუთხეებისაგან და ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა. მხალეულობისა და საკმაზის მრავალფეროვნება და ხორცეულის მეტად ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, იმერული სუფრა რაც არ უნდა ღარიბული ყოფილიყო, მაინც გემრიელი იქნებოდა. მთაში ძირითადად ხორცეულისაგან ამზადებდნენ კერძებს, უმეტესად ყოველგვარი საკაზმის გარეშე და იქაურ სუფრას ნამდვილად აკლდა მრავალფეროვნება. ქართლ-კახეთში საშობაო-საახალწლო სუფრის მშვენებად ითვლებოდა (და სხვათა შორის, დღესაც ითვლება) ნაზუქები. სამეზობლოში რომელი ქალიც ყველაზე კარგ ნაზუქებს დააცხობდა, მომავალ წელს ლხინისა თუ ჭირის სუფრებზე სწორედ ის ქალი ინიშნებოდა ქალების ხელმძღვანელად და მთავარ მზარეულად. მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა, (ღომი, ელარჯი, გებჟალია და სხვა..) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა”.
ახლა რაც შეეხება სასმელს. ძველქართულ საახალწლო სუფრაზე ღვინო აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ცნობილი ამბავია, რომ სვანები, მთიულები, ფშავლები და სხვა მთაში მცხოვრები ქართველები, ახალი წლის წინა დღეებში ბარში ჩადიოდნენ ღვინის საყიდლად, რადგან უბრალოდ არ არსებობდა საახალწლო სუფრა ღვინის გარეშე. მთაში რა თქმა უნდა, სუფრაზე ლუდიც იყო და არაყიც, მაგრამ ახალი წელი, ღვინის გარეშე ხომ წარმოუდგენელია.

არგენტინა

ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე რომ ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იფარება. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი არ არსებობს.

ავსტრალია

ახალი წლის დღეს, სიდნეის პლაჟებზე შესაძლებელია საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თოვლის პაპის ხილვა. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის პაპას ტრადიციული სანტა-კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები — თეთრი წვერი და წითელი ქუდი მაინც აქვს.

ავსტრია

ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული „მსოფლიო ზარის“ საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედნიერების მომტანად მიაჩნდათ

მიანმარი

იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. ამ დროს არავინ ბრაზდება, რადგან წყლის მისხმა ტრადიციაა და კეთილგანწყობის გამოხატვაა

ბულგარეთი

ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს იძენენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშბლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას ძველი წლის წაბრძანებას ამცნობს, ბუგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების მომტანია.

საბერძნეთი

ბერძძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუბროწეულის მარცვლები მთელს ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ეს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისასბერძნებს თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში მისვლისას მასპინძელს ეუბნებიან: „დაე, ჩემი მასპინძლის ქისა ამ ქვასავით მძიმე იყოს“.

დანია

დანიაში ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან — რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ — ბრძოლის მეტად ეფექტურ მეთოდს მიაგნეს. წინასაახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სიცივეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი ხე თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს.

ირლანდია

ახალი წლის ღამეს, ირლანდიელები საკუთარი სახლის კარს ფართოდ აღებენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს, სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას დასვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს — „მშვიდობა ამ სახლსა და მთელ მსოფლიოში!“ შესვამენ.

კუბა

ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ. ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და ბედნიერი ყოფილიყოს.

მიკრონეზია

მიკრონეზიის ერთ–ერთი კუნძულის მოსახლეობა ყოველ ახალ წელს სახელს იცვლის. მათი აზრით, ამ გზით ისინი ბოროტ სულებს თავგზას უბნევენ. პირველ იანვარს გაღვიძებული ოჯახის წევრები, თავიანთ ახალ სახელს პირზე ხელმიფარებულები წარმოთქვამენ, ამავე დროს, ოჯახის სხვა წევრი დაირას აახმაურებს, რომ ბოროტმა სულმა სახელი ვერ გაიგოს. სახელს ყველა ინდივიდუალურად ირჩევს, რის გამოც ერთ წელს სოფლის ნახევარზე მეტს მაიკლ ჯეკსონი ერქვა.

პერუ

პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარ სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება. სხვა ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელსაც ხელში ტირიფის წნელი უჭურავს, მის მეორე ბოლოს უცნობ ყმაწვილს შეახებს, იგი მისი საქმრო გახდება.

შოტლანდია

ახალი წლის ღამეს, შოტლანდიელები კასრში ფისს ასხამენ და მას ქუჩებში მოატარებენ. მათი აზრით, ეს გასული წლის დაწვის სიმბოლოა, რის შემდეგაც ახალ წელს გზა ხსნილი აქვს. როდესაც საათის ისრები 12–ს მიუახლოვდება, სახლის უფროსი კარს აღებს და მანამ არ კეტავს, სანამ ზარის უკანასკნელ დარეკვას არ გაიგონებს. ამით იგი სახლიდან ძველ წელს აძევებს, ახალს კი უშვებს. ახალი წლის ღამეს სახლში შავთმიანი მამაკაცის შესვლა კარგის ნიშანია.

ჩინეთი

ჩინეთში ახალი წელი მთვარის კალენდრით აღინიშნება, რის გამოც თარიღი მოძრავია და 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე მერყეობს
images (2)images (3)

скачанные файлы (7)images (4)

 

 

Leave a Reply