დამწვარი ასანთის ღერების ახალი სიცოცხლე სტანისლავ არისტოვისგან



1გიფიქრიათ როდესმე, რაში შეიძლება ასანთის დამწვარი ღერების გამოყენება? ალბათ არა. არც რუსი ფოტოგრაფი სტანისლავ არისტოვი იკლავდა თავს მათი გამოყენების სარგებლიანობაზე ფიქრისგან. შთაგონება ერთ მშვენიერ დღეს ეწვია, როცა ცდილობდა მიეღო გადაწყვეტილება, რა აღებეჭდა ფირზე ფოტოგრაფთა მორიგ კონკურსში გასამარჯვებლად და თან ხელში ასანთის კოლოფს ათამაშებდა.

5სწორედ რაიმე მშვენიერის შექმნის მწველმა სურვილმა მიიყვანა ფოტოგრაფი ასანთის დამწვარი ღერებიდან შესანიშნავი მინი სკულპტურების შექმნამდე. მათთან თამაშისას უეცრად დაფიქრდა, თუ როგორ სიმბოლიზდება ასანთის დამწვარი ღერი ცხოვრებასთან – დამწვარი ნაწილი წარსულია, კვამლი დარჩენილი მოგონებები, ხოლო ღერის ხელუხლებელი ბოლო – მომავალი. ცეცხლი კი თავად სიცოცხლეა.

1330 წლის ფოტოგრაფი ასანთის ღერს წვის პროცესში სასურველ ფორმაზე ღუნავს და შემდეგ მაკრო-ობიექტივისა და ფლეშის გამოყენებით იღებს ასანთს, ცეცხლსა და კვამლს. მის ხელოვნებაში ფოტოშოფიც საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, რადგან რომ არა ის და სხვა მსგავსი “ჯადოსნური” კომპიუტერული პროგრამები, თითოეული ფოტოს გადასაღებად სტანისლავს უამრავი სპეციალური მოწყობილობა, 100%-იანი იღბალი და მთელი სატვირთო მანქანა ასანთის ღერები დასჭირდებოდა.

3ნაძვის ხიდან და ეიფელის კოშკიდან ფლორა და ფაუნამდე – ეს არის სტანისლავის შემოქმედების არეალი, რომელთაც ასანთის ღერებზე დახვეული ციცქნა ხანძრებით ქმნის.

დაათვალიერეთ დიდი ხეების ციცქნა ნაკუწების ცხოვრება სტანისლავ არისტოვის ფოტოებში:

2 4 6 7 8 9 10 11 12 14 15 16 17 18 19 20 22 24 25 26

წყარო:friday.ge

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply