ინსულტთან ბრძოლის მსოფლიო დღე

2006 წლიდან, ყოველწლიურად, მთელს მსოფლიოში, ინსულტთან ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის (World Stroke Organization, WSO) ინიციატივით, 29 ოქტომბერს ინსულტთან ბრძოლის მსოფლიო დღე (World Stroke Day) აღინიშნება.

2004 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინსულტი გლობალურ ეპიდემიად გამოაცხადა.

ინსულტის შემთხვევაში, თავის ტვინში არტერიის დახშობის ან სისხლძარღვის კედლის გახეთქვის დროს სისხლის ჩაქცევის გამო, სისხლის მიწოდების შეწყვეტის შედეგად, ხდება ნერვული უჯრედების დაზიანება ან სიკვდილი. ეს არის სწრაფად განვითარებადი ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ერთდროულად ტვინის ქსოვილის დაზიანებითა და მისი ფუნქციის მოშლით. ეს

დაავადება დღესაც ითვლება მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში სიკვდილისა და ინვალიდობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად.

ინსულტის გადატანის შემდეგ, ადამინათა 31% საჭიროებს სხვის დახმარებას, 20 % არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული და მხოლოდ 8% უბრუნდება სამსახურს.

ინსულტის პროფილაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება სრულფასოვანი, დაბალანსებული კვებაა. ხშირად ინსულტის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება შესაძლებელია რაციონიდან რაფინირებული და ცხიმიანი პროდუქტების ამოღებით.

ამ დღის ღონისძიებებისა და მთელი კამპანიის ძირითადი მიზანია მსოფლიო თანამეგობრობის, პირველ რიგში ახალგაზრდობის, ცოდნის ამაღლება ინსულტის პრობლემებზე, პირველადი დახმარების დროული და სწორი აღმოჩენის (სწორედ დროულად აღმოჩენილი პირველადი დახმარება, ხშირ შემთხვევაში, არა მარტო სიცოცხლის შენარჩუნების, არამედ ინვალიდობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა) შესაძლებლობაზე და რასაკვირველია, პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply